უბედური შემთხვევა ზუგდიდში, მედეას ქუჩაზე – ჩაქცეული ჭის ნაშალმა ადამიანი მოიყოლა [Video]

0
4792

ზუგდიდში, მედეას ქუჩაზე რამდენიმე წუთის წინ უბედური შემთხვევა მოხდა – ჭა ჩაიქცა და ნაშალმა ქვეშ ჭის მთხრელი ოსტატი მოიყოლა. მასთან ერთად მუსაობდა მისი შვუილიც, მაგრამ უბედურებას გადაურჩა როგორც თვითმხილველები ამბობენ, ოსტატი ღრმა ფსკერზე იყოჩასული, შესაბამისად ნაშალიც დიდია და შანსი იმისა, რომ ცოცხალი გადარჩა, მხოლოდ თეორიულად აარსებობს.

ჭის ოსტატები სოფელ ინგირიდან არიან, მამა-შვილი, მამა 72 წლისაა, შვილი ძალიან ახალგაზრდა. ისინი ჭის ჩაღრმავებაზე მუშაობდნენ, რაც ჩვეულებრივი რამ არის ზაფხულის სეზონში, წყლის დაშრობის პერიოდში.

მედეას ქუჩა ხალხითაა სავსე – მობილიზებულია პატრული, სასწრაფო დახმარების ბრიგადები, მეხანძრე-მაშველები, რომელნიც გამალებით ცდილობენ ნაშალის ამოღებას და იქ ჩარჩენილი ადამიანამდე ჩაღწევას. ჩვენი კორესპონდენტები ადგილზე იმყოფებიან და სამაშველო სამუშაოებისა და მომხდარის დამატებით დეტალებს უახლოეს საათს გვამცნობენ.

წინა სტატიარუსთავი 2 ცარცის წრეში
შემდეგი სტატიაბაჩუკი ქარდავა: ივანიშვილი შემოდგომაზე აუცილებლად მიიღებს პასუხს რეპრესიული ზაფხულის გამო და მიიღებს პასუხს სწორედ რუსთაველზე, იქ, სადაც სისხლი დაღვარა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური