ანაკლიელები ტურისტულ სეზონს მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურით ხვდებიან [Video]

0
1141

როგორია წლევანდელი  სეზონი ანაკლია-განმუხურში, რამდენად კმაყოფილები არიან ადგილობრივები და თავად ტურისტები, ამის გარკვევას ჩვენი გადამღები ჯგუფი შეეცადა.

სეზონს ჩავარდნილს უწოდებენ ანაკლიელები და აღნიშნავენ, რომ ასეთი ცუდი მდგომარეობა ამ დრომდე  არ ქონიათ, რასაც სხვადასხვა მიზეზით ხსნიან.

ასევე ადგილობრივები მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურაზე ამახვილებენ ყურადღებას და განმარტავენ, რომ სამუშაოები ამ დროს არ უნდა მიმდინარეობდეს, რაც ისედაც მცირე რაოდენობის ტურისტების მხრიდან უკმაყოფილების მიზეზი ხდება.

ადგილობრივების მსგავსად ტურისტებიც იგივე აზრს იზიარებენ და ამბობენ, რომ ადგილი შესანიშნავია, თუმცა ბევრად უფრო მეტია საჭირო იმისთვის,  რომ ტურისტმა მოწესრიგებულ გარემოში  თავი კარგად იგრძნოს.

რაც შეეხება ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელ ხიდს, სადაც  მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები და  დასრულების თარიღად იქვე ტრაფარეტზე 6 ნოემბერია მითითებული, დავინტერესდით დამსვენებლებისთვის რამდენად უსაფრთხოა ხიდზე გადაადგილება. ხიდზე სადაც, მოძრაობა ცალმხრივია, ჩამოხსნილია დამცავი მინები და ტერიტორია მარტივად თოკით არის შემოსაზღვრული.

ზუგდიდის მერიაში ჩვენთან საუბარში აცხადებენ, რომ სანაპირო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ექვსი მილიონი ლარია გამოყოფილი. ადგილობრივები კი სამუშაოებს დაგვიანებულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ზაფხულის სეზონზე გადათხრილი ქუჩები და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა ტურისტებს დისკომფორტს უქმნის.

წინა სტატიაბოლო პერიოდში აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებზე ზუგდიდში ისაუბრეს [Video]
შემდეგი სტატია“რუსთავის 2”-ის საინფორმაციო-პოლიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის გარანტიას ითხოვენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური