მთავარისიახლეებიკონფლიქტებიროგორ მოხვდა რუსთაველი ბავშვი აფხაზეთში, სადაც მამასთან ერთად დააკავეს

როგორ მოხვდა რუსთაველი ბავშვი აფხაზეთში, სადაც მამასთან ერთად დააკავეს

Published on

“ინფო რუსთავი” აქვეყნებს დამატებით ინფორმაციას ოკუპირებულ აფხაზეთში შვილთან ერთად დაკავებული ბეგლარ წილოსანის შესახებ. როგორც ირკვევა ” 4 წლის გოგონა მამამ ყოფილი ცოლისგან მოტყუებით წაიყვანა და მის კვალს სამართალდამცავებმა გუშინ მიაკვლიეს. დაკარგული რუსთაველი ბავშვი აფხაზეთში იპოვნეს.

როგორც ბეგლარ წილოსანის ყოფილი მეუღლე, საინფორმაციო სააგენტოსთან საუბარში აღნიშნავს, გოგონა და მამამისი თავდაპირველად ბათუმში იმყოფებოდნენ, შემდეგ კი მამამ ის მდინარე ენგურის გავლით აფხაზეთში გადაიყვანა.

“ენგურის და ტყის გავლით გადაიყვანა აფხაზეთში. ეუბნებოდა, სადაც მივდივართ იქ ლამაზი ბუნებააო, ბავშვმა არ იცოდა სად მიჰყავდა მამამისს”, – აცხადებს თაკო გოგსაძე. შვილი მას სამართალდამცავებმა უვნებელი დაუბრუნეს.

სიახლეები

რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელიც 30...

TI- “პარტიას აფინანსებენ ისინი, ვინც შენი ჯიბიდან 17.7 მილიონს იღებს”

"აპრილში ქართულ ოცნებას" 26-მა პირმა 763 000 ლარი შესწირა - ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ავრცელებს. TI-ის...

თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს

თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს, დაკავებულია 4 პირი. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ნივთმტკიცებად...

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო - ქვეყნის მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა - საგამოცდო...