მთავარისიახლეებიპოლიტიკახელისუფლებამ პოლიტიკური დევნა განაახლა - გამოკითხვაზე გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი და გიორგი...

ხელისუფლებამ პოლიტიკური დევნა განაახლა – გამოკითხვაზე გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი და გიორგი ბარამიძე დაიბარეს

Published on

ხელისუფლებამ პოლიტიკური დევნა განაახლა. გავრილოვის ღამის შემდეგ გიგი უგულავას საგამოძიებო უწყებაში დაბარებასა და ნიკა მელიაზე ელექტრონული კონტროლის დაწესებას სამოქალაქო სექტორი პოლიტიკურ რეპრესიებად აფასებს და პოლიტიკურად მოტივირებულ დევნად მიიჩნევს.

20 ივნისის ღამის სისხლიანი დარბევასთან დაკავშირებით გიგი უგულავას გარდა, გამოკითხვაზე  ირაკლი ოქრუაშვილი და გიორგი ბარამიძეც დაიბარეს.

ოპოზიციის ლიდერები დაკითხვაზე მისვლას არ აპირებენ და გამოძიების შეკითხვებს პასუხს მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხებენ.

„ერთი კვირის განმავლობაში დისტანციურ გამოკითხვაზე თანახმა ვარ, თუ არა, როცა ჩამოვალ ნებისმიერ დროს თანახმა ვარ. 28-ში დილას ჩავაბარე შს სამინისტროში წერილი, რომ თუ რამე სურდათ ეცნობებინათ დროულად, იმიტომ რომ 2 ივლისს მივემგზავრებოდი, იმის შემდეგ ჩემს ტელეფონზე არანაირი ზარი არ შემოსულა, თუ რამე უნდათ გამაგებინონ დროულად,“-ამბობს ირაკლი ოქრუაშვილი „კურიერთან“ სატელეფონო საუბრისას.

რაც შეეხება ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს გიგი უგულავას, იგი ამბობს, რომ გამოკითხვაზე იქამდე არ მივა, სანამ თავად შს მინისტრს, მისსავე უწყებაში არ გამოკითხავენ. თუკი ეს არ მოხდება, ამ შემთხვევაში გიგი უგულავა გამოკითხვაზე მაგისტრ მოსამართლესთან ერთად მივა.  ,,არ ჩავიბარე ის უწყისი, მერე დავემშვიდობე იმ ადამიანებს, ისინი თავის გზაზე წავიდნენ, მე ჩემს გზაზე“ – განაცხადა გიგი უგულავამ.

სიახლეები

ერთადერთი, რაც ჯერ კიდევ იმედს გვაძლევს საქართველოზე, ქართველი ხალხია – ტობიას კრემერი

ჩვენი პოზიცია ცხადია, საქართველოს ადგილი ევროპაშია, მაგრამ „ქართული ოცნების“ არა, - ამის შესახებ ევროპარლამენტის...

დღეს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიშს წარადგენენ

დღეს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიშს წარადგენენ, - ამის შესახებ კომიტეტის დღის...

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა - 1921 წლის 25 თებერვალს წითელმა არმიამ თბილისი აიღო,...

რას ითვალისწინებს, ვის ეხება და ვის შეიძლება შეეხოს ბრიტანული სანქციები? – ტაბულას ვერსია

24 თებერვალს გაერთიანებულმა სამეფომ პროპაგანდისტული სამთავრობო მედიები, TV იმედი და POSTV "რუსული დეზინფორმაციის გავრცელების"...