მთავარისიახლეებიპოლიტიკარას ითვალისწინებს, ვის ეხება და ვის შეიძლება შეეხოს ბრიტანული სანქციები? - ტაბულას...

რას ითვალისწინებს, ვის ეხება და ვის შეიძლება შეეხოს ბრიტანული სანქციები? – ტაბულას ვერსია

Published on

24 თებერვალს გაერთიანებულმა სამეფომ პროპაგანდისტული სამთავრობო მედიები, TV იმედი და POSTV “რუსული დეზინფორმაციის გავრცელების” გამო სანქცირებულ ერთეულთა სიაში შეიყვანა, რის ფარგლებშიც მათ სამი კატეგორიის სანქციები შეეხოთ: აქტივების გაყინვა, სატრასტო მომსახურების სანქციები და დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქცია. 

ამასთან, ექსპერტების აზრით, ბრიტანეთის მხრიდან TV იმედისა და POSTV-ს სანქცირება მნიშვნელოვნად ზრდის მათთან ბიზნესსაქმიანობის კეთების მხრივ სამართლებრივ და რეპუტაციულ რისკებს, რის გამოც ჩნდება საფუძვლიანი ვარაუდი, რომ კომპანიებმა შესაძლოა, მათთან სარეკლამო პარტნიორობები და სხვა სახის კომერციული კავშირები გაწყვიტონ. 

“TV იმედი განზრახ ავრცელებს შეცდომაში შემყვან ინფორმაციას რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ, რაც მხარს უჭერს ან ხელს უწყობს პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც დესტაბილიზაციას ახდენს უკრაინაში, ან ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს ან უკრაინის დამოუკიდებლობას.” – წერია სანქციების სიის დოკუმენტში. ანალოგიური შინაარსის დახასიათება თან ახლავს POSTV-ს სანქცირების მიზეზების განმარტებით ნაწილსაც. 

თავის მხრივ, სანქციების გამოცხადების შემდეგ სამთავრობო TV იმედმა განაცხადა, რომ “ბრიტანულ სანქციებს არავითარი ფასი არ აქვს,” ხოლო პროპაგანდისტული POSTV-ის დამფუძნებელმა, შალვა რამიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი მედიის სანქცირებით “დასავლეთი გაფარჩაკდა”.

თუმცა, თავად TV იმედის ყოფილი მფლობელი, ირაკლი რუხაძე, რომელმაც თებერვალში ტელეკომპანიის გაყიდვის გადაწყვეტილების შესახებ განცხადება გაავრცელა, წარსულში ამბობდა, რომ “სანქცია ძალიან საშიში რამ არის”.

“ჩვენ არ დავუსანქცირებივართ, დაასანქცირეს ერთი თუ ორი ადამიანი ფინანსურად და გადავაგორეთ. ძალიან საშიშია ფინანსური სანქციები და თუ არ გჯერათ, რომ საშიშია, შეხედეთ, რა მოუვიდათ რუსებს, რა მოუვიდა იმ ხალხს, ვინც რეალურად დაასანქცირეს.” – ამბობდა რუხაძე. 

რას მოიცავს ბრიტანეთის სანქციები?

სანქცირებული ერთეულებისთვის აქტივების გაყინვა სანქცირებული ერთეულებისთვის ფინანსებისა და ეკონომიკური რესურსების პირდაპირი ან ირიბი გზით ხელმისაწვდომობაზე აკრძალვების შემოღებას გულისხმობს, რათა სანქცირებული პირების ან ერთეულების სასარგებლოდ ფინანსები ხელმისაწვდომი არ იყოს. 

ტრასტის მომსახურებაზე დაწესებული ფინანსური შეზღუდვებით იკრძალება სანქცირებულთა სიაში შეყვანილი ერთეულებისთვის ტრასტის მომსახურების გაწევა, რაც ნიშნავს მათთვის ტრასტის (კომპანია, რომელსაც მართვის მიზნით საკუთრება გადაეცემა) ან მსგავსი სტრუქტურის შექმნას, მათი იურიდიული მისამართით, საქმიანი მისამართით, კორესპონდენციის მისამართით ან ადმინისტრაციული მისამართით უზრუნველყოფა და ტრასტთან დაკავშირებული სხვა სახის საქმიანობაც.

ბრიტანეთის ტრასტის მომსახურების სანქციების ფარგლებში, გაერთიანებული სამეფოს პირებს ეკრძალებათ სანქცირებული ერთეულებისთვის ტრასტის შექმნა, მართვა, ადმინისტრაცია ან სხვაგვარად ტრასტის ან ტრასტის მსგავსი სერვისების გაწევა.

დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქცია კი ნიშნავს, რომ სანქცირებულ პირებს ეკრძალებათ ბრიტანული კომპანიის დირექტორის თანამდებობაზე ყოფნა ან, პირდაპირ ან ირიბად, კომპანიის ჩამოყალიბებასა და მართვაში, ან კადრების დაწინაურებაში, პირდაპირი ან ირიბი, მონაწილეობის მიღება. 

სიახლეები

თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა

თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ვიზიტი დაიწყო. მაიკლ ო'ფლაერტი სამოქალაქო საზოგადოებას უკვე შეხვდა....

ვოლოდიმირ ზელენსკი ფრიდრიხ მერცს შეხვდება

Reuters- ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, დღეს გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს, შეხვდება. გამოცემა...

საიამ ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის აკრძალვა საკონსტიტუციოში გაასაჩივრა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) საფრანგეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. სარჩელი...

14 აპრილი დედაენის დღეა

14 აპრილი დედაენის დღეა 1978 წლის 14 აპრილს თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა - მოქალაქეები...