მთავარისიახლეებისაზოგადოებადღეს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიშს წარადგენენ

დღეს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიშს წარადგენენ

Published on

დღეს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიშს წარადგენენ, – ამის შესახებ კომიტეტის დღის წესრიგშია აღნიშნული.

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში ანგარიშს საქართველოზე ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი, რასა იუკნევიჩიენე წარადგენს.

პროექტის თანახმად, ანგარიში ასახავს ფაქტს, რომ „საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა“.

ანგარიშის პროექტში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირის, ოფიციალური პირებისა და დიპლომატების წინააღმდეგ „სისტემატურ კამპანიას აგრძელებს“.

„ეს არის მეორე ანგარიში საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის შესახებ, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით კომისიის 2025 წლის ანგარიშს ითვალისწინებს. ანგარიში ასახავს ფაქტს, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა. უკუსვლა ფიქსირდება ცხრავე პრიორიტეტის განხორციელებაში, რაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პირობას წარმოადგენდა. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ევროკავშირის, ოფიციალური პირებისა და დიპლომატების წინააღმდეგ თავის სისტემატურ კამპანიას აგრძელებს, მანიპულაციური ნარატივებით, დეზინფორმაციითა და შეთქმულების თეორიებით“, – ნათქვამია ანგარიშის პროექტში.

ანგარიშის თანახმად, „საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის საქმიანობა კიდევ უფრო მეტად რეპრესიული კანონმდებლობით ირღვევა, კერძოდ “გრანტების შესახებ” კანონში შეტანილი ბოლო ცვლილებებით“.

„პოლიტიკური ოპონენტები დაკავებული არიან ან მუქარისა და ფიზიკური თავდასხმის წინაშე იმყოფებიან. ასობით სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტი ფიზიკური ძალადობისა და დაშინების მსხვერპლი გახდა, ათობით აქტივისტი კი პოლიტიკური ნიშნით დააკავეს“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ასევე, „ანგარიში მხარს უჭერს ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების მიზანმიმართულ სანქციებს „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობისა და მთავარი თანამდებობის პირების წინააღმდეგ, ასევე, მიესალმება ეუთო-ს “მოსკოვის მექანიზმის” გააქტიურებას და ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებას“.

სიახლეები

ნინო ლომჯარიამ TV იმედს უჩივლა

საზოგადოებრივი პლატფორმა "საქართველოს ევროპული ორბიტა" დამფუძნებელი, ნინო ლომჯარია ტელეკომპანია "იმედის" წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. მისი...

რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში – თინა ბოკუჩავა

,,ჟურნალისტების ზარებიდან გამომდინარე საჭიროდ ჩავთვალე კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვმარტო ის რაც გუშინდელი ბრიფინგის დასასრულს...

თუ უკრაინა დაიწვება, მოსკოვიც დაიწვება-ზელენსკი

თუ უკრაინა დაიწვება, მოსკოვიც დაიწვება - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან სატელეფონო...

სამთვიანი პატიმრობის შემდეგ ზუგდიდის, აქციების მედროშე შალვა ესართია თავისუფალია

პოლიციის დაუმორჩილებლობის გამო სისხლის სამართლის წესით დაკავებული ზუგდიდელ აქტივისტს შალვა ესართიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა...