მთავარისიახლეებისამართალისამაჯურიანი ნიკა მელია: მე ვივლი პარლამენტშიც და ყველა იმ შეხვედრაზე, რომელზეც...

სამაჯურიანი ნიკა მელია: მე ვივლი პარლამენტშიც და ყველა იმ შეხვედრაზე, რომელზეც აქამდე დავდიოდი, იქნება ეს აბაშა, ზუგდიდი, ქუთაისი თუ თერჯოლა

Published on

ნიკა მელიას პატიმრობა არ შეეფარდა – სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. 

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიაზე ელექტრონული მონიტორინგი განხორციელდება. მას სპეციალურ სამაჯურს დაუმაგრებენ.

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, მერაბ გაბინაშვილმა არ დაკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და მას საქალაქო სასამართლოს მიერ დაწესებული შეზღუდვები არ გაუუქმდება. 

შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლოს  მოსამართლის განჩინებით ნიკა მელიას 27 ივნისს 30 000 ლარიანი გირაო შეეფარდა. ასევე, მელიას ეკრძალება, როგორც პროკურორთან შეუთანხმებლად სახლიდან გადაადგილება, ასევე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საჯარო განცხადების გაკეთება და მოწმეებთან ნებისმიერი კომუნიკაცია.

სააპელაციო სასამართლოში ბრალდების მხარე დეპუტატისა და “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. 

“საბჭოთა კავშირი რა არის, თუ არა ეს… საათის ნაცვლად ელექტრონულ სამაჯურს გავიკეთებ, მაგრამ ეს ვერ შემზღუდავს და არ შევიზღუდავ თავს პოლიტიკური საქმიანობისგან, პარლამენტში სიარულისგან,“ – ეს განცხადება, ნიკა მელიამ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ გააკეთა.

მან ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური დამნაშავე უწოდა. ნიკა მელიას თქმით, ხელისუფლება ცდილობს, რომ მას პოლიტიკური საქმიანობა შეეზღუდოს.

,, ისინი ცდილობენ, პოლიტიკური საქმიანობისგან მაქსიმალურად ჩამომაშორონ. ე ს არის მკვეთრად წინააღმდეგობაში მოსვლა კონსტიტუციასთან და საპარლამენტო რეგლამენტთან. მე ისეთივე დეპუტატი ვარ, ისეთი ვე პარლამენტის წევრი ვარ, თავისი უფლებებით და ვალდებულებით, როგორი არის დანარჩენი 149. პარლამენტის წევრს ეუბნებიან, არათუ შეეშვი პოლიტიკურ საქმიანობას და სახლში იჯექი, არამედ საპარლამენტო საქმიანობაც არ აწარმოო. საკონსტიტუციო სასამართლოშიც გავასაჩივრებთ იმ მუხლს, რომლითაც პოლიტიკური საქმიანობა შემეზღუდა. როდესაც ჩაინიშნება პარლამენტში სხდომა, მე აუცილებლად შევატყობინებ პროკურატურას, რახან ასე უნდათ. აუცილებლად გამოვალ სახლიდან და მივალ სხდომაზე დასასწრებად. თუ მოქმედ დეპუტატს პარლამენტში მოსვლის გამო დააკავებენ, მათ სინდისზე და ნამუსზე იყოს. მე ვივლი არა მარტო პარლამენტში, არამედ ყველა იმ შეხვედრაზე, რომელზეც აქამდე დავდიოდი, იქნება ეს აბაშა, ზუგდიდი, ქუთაისი თუ თერჯოლა. -განაცხადა მელიამ.

სიახლეები

14-16 ივლისს საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14-16 ივლისს საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი,...

ეუთოც ჩართეს პროცესში, რომლის მიზანი საქართველოში ხელისუფლების შეცვლაა – კობახიძე

ივანიშვილის პრემიერი, ირაკლი კობახიძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ კრიტიკულ რეზოლუციას კიდევ...

უკრაინულმა დრონებმა მოსკოვსა და სტავროპოლზე იერიშები მიიტანეს

12-13 ივლისის ღამეს უკრაინულმა დრონებმა იერიშები მიიტანეს რუსეთის რეგიონებზე, მათ შორის მოსკოვის ოლქსა და...

ჩვენ არ გვინდა მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა ქართველი ხალხის მხარდაჭერა-კალასი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირი შავი ზღვის სტრატეგიის განხორციელებას განაგრძობს, თუმცა საქართველოს...