მთავარისიახლეებისამართალიბაჩანა შენგელია გიორგი გახარიას წინააღმდეგ- ,,პროკურატურაში შევიტანთ სარჩელს ია კერზაიას საქმის გამო

ბაჩანა შენგელია გიორგი გახარიას წინააღმდეგ- ,,პროკურატურაში შევიტანთ სარჩელს ია კერზაიას საქმის გამო

Published on

ბაჩანა შენგელია პროკურატურას წერილით მიმართავს. ზუგდიდის მე-6 საჯაროს სკოლის დირექტორის ია კერზაიას შვილი შინაგან საქმეთა მინისტრის გამოკითხვას ითხოვს.

შენგელიას განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, შს მინისტრმა განათლების მინისტრს, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ინსპექტირების სამსახურის შესვლა პირადად დაავალა. 

მიზეზი კი მისი მტკიცებით, იყო ის, რომ ია კერზაია “ქართული ოცნების” მხარდამჭერი, აგიტატორი არ იყო და არ ასრულებდა მმართველი პარტიის დაკვეთებს. . 

ბაჩანა შენგელიას თქმით, იგი პროკურატურას გახარიას ზუგდიდში ყოფნისდამადასტურებელ ვიდეო მასალასაც გადასცემს.

„ვფიქრობთ გიორგი გახარიას წინააღმდეგ პროკურატურაში შევიტანოთ სარჩელი, ია კერზაიას საქმის გამო. ვინაიდან ჩვენ მოგვივიდა ინფორმაცია, რომ მის მიერ იყო დავალება გაცემული, რაც შეასრულა და აღასრულა განათლების სამინისტრომ. ჩვენ ვმუშაობთ ამ განცხადებაზე და აუცილებლად პროკურატურაში შევიტანთ შესაბამის განცხადებას და მოვითხოვთ მის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას,“-აცხადებს შენგელია.

სიახლეები

საია-სა და Amnesty International – ის ერთობლივი განცხადება-ციხეებში წამების ბრალდებების ეფექტიანად გამოუძიებლობა დაუსჯელობას აძლიერებს

საქართველოს ახალგარდა იურისტთა ასოციაცია და საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და შეშფოთებას...

აშშ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს

ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთის მოქალაქეებისთვის აშშ-ის კუნძულოვან ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს. გადაწყვეტილება მას შემდეგ...

საია: პარტიების აკრძალვა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში წონად საფუძვლებს მოითხოვს

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" აქვეყნებს მიმოხილვას - პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს...

ანა წითლიძე პლენუმს: ილია გზას აირჩევთ თუ ბერბიჭაშვილების, ეს თქვენი გადასაწყვეტია

"ჩვენ გვყავდა ანწუხელიძეც და სერგო ორჯონიკიძეც, ჩვენ გვყავდა ილია და გვყავდა ბერბიჭაშვილებიც. რომელ გზას...