მთავარისიახლეებისამართალისისხლიანი გარჩევა სტამბოლში - საქართველოს და რუსეთის მოქალაქეები ერთმანეთს ცივი და ცეცხლსასროლი...

სისხლიანი გარჩევა სტამბოლში – საქართველოს და რუსეთის მოქალაქეები ერთმანეთს ცივი და ცეცხლსასროლი იარაღით გაუსწორდნენ

Published on

შეიარაღებული დაპირისპირება საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს შორის – სტამბოლში მომხდარი სისხლიანი გარჩევისას მოკლულია თენგიზ ფხაკაძე. 56 წლის მამაკაცის ოჯახის წევრები მკვლელობის დეტალებს ახლა არკვევენ. მოკლულის ნათესავებს სისხლიან დაპირისპირებაზე, რასაც 56 წლის მამაკაცი ემსხვერპლა, მწირი ინფორმაცია აქვთ. იციან მხოლოდ ის, რომ ფხაკაძეს დაპირისპირება რუსეთის მოქალაქეებთან ჰქონდა, რის შემდეგაც მას თავში ესროლეს.

თენგიზ ფხაკაძის ოჯახმა იცის, რომ დაპირისპირებისას ის მარტო იყო. თუმცა თურქული მედიის ინფორმაციით, ადგილობრივი სამართალდამცველები მეორე დღეა, საქართველოს ორ მოქალაქეს ეძებენ.  

სისხლიანი გარჩევა სტამბოლში ფეტიეს რაიონში გუშინ მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, კონფლიქტი საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს შორის ერთ-ერთი გადამზიდავი კომპანიის ოფისში დაიწყო და ქუჩაში გაგრძელდა. დაპირისპირებულებმა ერთმანეთის წინააღმდეგ ცივი და ცეცხლსასროლი იარაღები გამოიყენეს. კადრები შემთხვევის ადგილზე ერთ-ერთი მაღაზიის სათვალთვალო კამერის მიერაა გადაღებული. მასალაში ჩანს, როგორ გარბიან მამაკაცები, რამდენიმე წამში კი უკან ორი ბრუნდება. მკვლელობას არაერთი თვითმხილველი ჰყავს. მათი ინფორმაციით, დაპირისპირებულებს მაყუჩიანი იარაღიც ჰქონდათ.

დაპირისპირებაში მონაწილე რამდენიმე პირი უკვე დაკავებულია, მათ შორის იმ კომპანიის ხელმძღვანელიც, სადაც შელაპარაკება დაიწყო. რუსეთის ერთი მოქალაქე გარდაიცვალა, ერთი კი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია. გამოძიებასთან აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს საკონსულო.

სიახლეები

აშშ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს

ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთის მოქალაქეებისთვის აშშ-ის კუნძულოვან ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს. გადაწყვეტილება მას შემდეგ...

საია: პარტიების აკრძალვა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში წონად საფუძვლებს მოითხოვს

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" აქვეყნებს მიმოხილვას - პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს...

ანა წითლიძე პლენუმს: ილია გზას აირჩევთ თუ ბერბიჭაშვილების, ეს თქვენი გადასაწყვეტია

"ჩვენ გვყავდა ანწუხელიძეც და სერგო ორჯონიკიძეც, ჩვენ გვყავდა ილია და გვყავდა ბერბიჭაშვილებიც. რომელ გზას...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო...