მთავარისიახლეებიპოლიტიკაკდემამოსილი გუგული მაღრაძე არ ცეკვავს, ელქტრონული მუსიკა არ უყვარს, კლუბებში არ დადის,...

კდემამოსილი გუგული მაღრაძე არ ცეკვავს, ელქტრონული მუსიკა არ უყვარს, კლუბებში არ დადის, სიგარეტი არასოდეს მოუწევია და სერიალებს იშვიათად უყურებს – სავაშის ტიპის მამაკაცები მოსწონს, ბიძინა რომ მოსწონს, ვიცისთ

Published on

გუგული მაღრაძე არ ცეკვავს, ელქტრონული მუსიკა არ უყვარს, კლუბებში არ დადის, სიგარეტი არასოდეს მოუწევია და სერიალებს  იშვიათად უყურებს – სავაშის ტიპის მამაკაცები მოსწონს, ბიძინა რომ მოსწონს, ვისცით, მაგრამ სავაში და ბიძინა როგორ ტანაარსებობენ მის კდემამოილ ფიქრებში, გასაკვირი ეს არის/  ცეკვა ყოველთვის მიყვარდა. ჩვეულებრივად ვცეკვავ, რასაც ადამიანები ცეკვავენ. ქართულიც და უცხოურიც. ვალსი მიყვარს, რომანტიულია. თუმცა ცეკვაზე არ მივლია არასდროს და გული მწყდება რომ არ მივლია. მიჭირს ხოლმე რიტმს არ ავაყოლო ტანი.  ” დეპუტატი გუგული მაღრაძე ტელეკომპანია იმედის გადაცემაშინ “პირადი ნივთები” ელექტრონული მუსიკა არ მიყვარს, ვერაფერი გავუგე. საქართველოში კლუბში არ ვყოფილვარ, უცხოეთში ვყოფილვარ, მაგრამ იქაც დიდხანს ვერ ვძლებ. 1 საათის მერე იმდენი ხმაურია და რაღაც ის არის რომ ვერ ვძლებ. ახლა კი არა, ახალგაზრდაც რომ ვიყავი მაშინაც არ მიყვარდა. ” სიგარეტი არ მომიწევია არასდროს. მარიხუანა კი საერთოდ არ ვიცი როგორ გამოიყურება სიმართლე რომ გითხრათ. არც არასდროს შემოუთავაზებიათ. მწეველი გინდა მარიხუანასი იყოს, გინდა სიგარეტის, ალკოგოლის მიმღები და აზარტული თამაშების [მოყვარული] აი ამათ რომ ვერ აღწევს ადამიანი თავს, აი ასეთ ადამიანებზე ძალიან არასახარბიელო დამოკიდებულება მაქვს. მიმაჩნია რომ ძალიან სუსტი ადამიანები არიან. რა ვქნა, ასე მიმაჩნია და რა ვუყო?! ” თავიდან ბოლომდე არცერთი სერიალი არ მინახავს, ერთადერთი სავაშ ბალდარის სერიალი ვნახე, იმიტომ რომ მაშინ ფეხზე გავიკეთე ოპერაცია და მთელი თვენახევარი ვიწექი რა და ამ დროს გადიოდა ეს ფილმი. მსახიობი ჩამოსული იყო და ერთადერთი სერიალი რაც ნანახი მაქვს, შენი სერიალია მეთქი და მაშინ გადავიღეთ სურათი. ეკრანზე უფრო სიმპათიურია და რა ტიპსაც თამაშობს ეგეთები ტიპოლოგიურად მომწონს. თავის თავში დარწმუნებული, ძლიერი, გადაწყვეტილებას მიღება რომ შეუძლია, რისკი და ასე შემდეგ. ცხადია, ეს ყველას მოწონს მემგონი.”

სიახლეები

საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის მძიმე ტვირთად იქცა

რუსი გენერლის ანონიმური ინტერვიუ: საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის სულ უფრო...

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...