მთავარისიახლეებიკონფლიქტებიენგურის ხიდზე გადმომსვლელებს დღეს რიგში დგომამ მოუწიათ

ენგურის ხიდზე გადმომსვლელებს დღეს რიგში დგომამ მოუწიათ

Published on

აფხაზეთის დე -ფაქტო საზღვრთან,  ენგურის ხიდზე მდებარე საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან მუდმივად მოძრაობაა, თუმცა დღეს  მგზავრების უმეტესობის თქმით,  რამდენიმე საათით რიგში ყოფნა მოუწიათ,  თუ რა მიზეზით ეს მათთვის უცნობია.  დაახლოებით ორ წელზე მეტია, რაც ქართულ-აფხაზურ საზღვარზე გამშვები პუნქტების რაოდენობა ექვსიდან ორამდე შემცირდა, ერთი ენგურის ხიდზე მდებარე  გამშვები პუნქტია და მეორე საბერიო -ფახულანის. სანდო წყაროს თქმით, როგორც კი საბერიოში გზის მშენებლობის პროცესი დასრულდება, საბერიო -ფახულანის გამშვები პუნქტიც ჩაიკეტება და მიმოსვლა მხოლოდ ენგურის ხიდზე მდებარე საკონტროლო-გამშვები პუნქტით იქნება შესაძლებელი. ეს ფაქტი, რა თქმა უნდა  ენგურს გაღმა მცხოვრებ ქართველებს  უფრო მეტ პრობლემას შეუქმნის და ენგურის ხიდი  კონფლიქტით გახლეჩილ მხარეებს შორის ოფიციალური მიმოსვლის ერთადერთ შესაძლებლობად დარჩება.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...