მთავარისიახლეებისაზოგადოებატყის ხანძრები ხაშურსა და გუდამაყრის ხეობაში

ტყის ხანძრები ხაშურსა და გუდამაყრის ხეობაში

Published on

 
ხაშურში, სოფელ წრომის მახლობლად, ტყის მასივში გუშინ ხანძარი გაჩნდა 
 
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით, 2 ჰა-მდე ფართობზე არსებული ხმელი ბალახი და ხეები.
 
უწყებაში ამბობენ, რომ ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო მეხანძრე-მაშველთა ცოცხალი ძალა და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა. ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია
 
 
გუშინ, 25 აპრილს, საღამოს ხანძარი გაჩნდა გუდამაყრის ხეობაში, მთის ფერდობზე.  საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 5 ჰექტარზე მეტ ფართობზე არსებული ხმელი ბალახი და ჯუჯა მცენარეები.
უწყებაში ასევე ამბობენ, რომ ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა 80 მეხანძრე-მაშველი, რომლებიც ნახანძრალი ტერიტორიის მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდნენ.
 
"მთის კლდოვან ნაწილზე ტექნიკის გადაადგილება ვერ მოხერხდა, რის გამოც ალტერნატიული ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებით აღჭურვილმა მეხანძრე-მაშველებმა, რთული რელიეფის მიუხედავად, ცეცხლის ღია კერების ჩაქრობა რამდენიმე საათში შეძლეს", – ამბობენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.  ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. 
 

სიახლეები

ევროკავშირი მოლდოვის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად €120 მილიონს გამოყოფს

ევროპის კავშირის საბჭომ 13 ივლისს მხარი დაუჭირა მოლდოვის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად €120 მილიონის გამოყოფას,...

თბილისში, ერთ-ერთი ღამის კლუბის დაცვის თანამშრომელი დაჭრეს – ბრალდებული დაკავებულია

თბილისში, ერთ-ერთი ღამის კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ამავე ამავე კლუბის დაცვის...

14-16 ივლისს საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14-16 ივლისს საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი,...

ეუთოც ჩართეს პროცესში, რომლის მიზანი საქართველოში ხელისუფლების შეცვლაა – კობახიძე

ივანიშვილის პრემიერი, ირაკლი კობახიძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ კრიტიკულ რეზოლუციას კიდევ...