მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: ,,ივანიშვილს უნდა, რომ ყველა ოპონენტი ან ჰყავდეს ქვეყნის გარეთ...

მიხეილ სააკაშვილი: ,,ივანიშვილს უნდა, რომ ყველა ოპონენტი ან ჰყავდეს ქვეყნის გარეთ ან ჰყავდეს ციხეში, მაგრამ ასე ხელისუფლება არავის შეუნარჩუნებია მსოფლიოში”

Published on

 
ვანო მერაბიშვილს ვადაზე ადრე არ გაათავისუფლებენ ყოფილი პრემიერ-მინისტრის საკითხი კომისიამ 11 აპრილს განიხილა და გადაწყვეტილების შესახებ მსჯავრდებულს უკვე აცნობა. „უდოს“ კომისიას მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხის ხელახლა განხილვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დაეკისრა. 
 
მიხეილ სააკაშვილი ვანო მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლებასთან დაკავშირებით ე.წ. უდოს კომისიის გადაწყვეტილებას ეხმაურება. საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ  ივანიშვილს ეშინია ყველა ოპონენტის და ამჯობინებს რომ ისინი ან ქვეყნის გარეთ იყვნენ ან ციხეში. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ივანიშვილი ოპონენტებს დევნაში ასლან აბაშიძეს ჰგავს.
 
„ივანიშვილის ერთი-ერთზე ჰგავს ასლან აბაშიძეს. მე კარგად მახსოვს ასლან აბაშიძე როგორ ალპობდა ციხეში ასანიძე თავის პოლიტიკურ ოპონენტს და ეშინოდა მისი გაშვება.
 
ივანიშვილისთვის ადამიანის ციხიდან გაშვება არის ხელისუფლების დაკარგვის ტოლფასი. რაღაც ესეთი ის ჩაიდო თავში. ხელისუფლების დაკარგვის ტოლფასი, კომფორტის დაკარგვის ტოლფასი.
 
მას უნდა  რომ ყველა ოპონენტი ან ჰყავდეს ქვეყნის გარეთ ან ჰყავდეს ციხეში. მაგრამ ასე ხელისუფლება არავის შეუნარჩუნებია მსოფლიოში და ივანიშვილის ვერ შეინარჩუნებს. პირიქით  დააჩქარებს მის ხელისუფლებიდან ჩამოშორებას. უბრალოდ ძალიან სამწუხაროა რომ ვანოს ჯანმრთელობა , პროდუქტიული  წლებიეწირება,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა რუსთავი 2-თან  სატელეფონო საუბრისას
 
 

სიახლეები

ჩხორია-ლიის საავტომობილო გზაზე მოხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

სამეგრელოში ავარიის შედეგად დაშავებული ქალი ორი დღის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა - ინფორმაცია "მთავარი ამბები"...

რუსი ქალი, ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კი ბრალდებებს უარყოფს

რუსი ქალი, ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კი, რომელსაც კა­ხეთ­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო კომ­პლექსის ქართველი სტუმრები პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ,...

საქართველომ რუსეთს ძებნილი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს საერთაშორისო ძებნაში მყოფი კაცი გადასცა - ინფორმაციას და კადრებს ამის შესახებ რუსეთის...

უკრაინამ წუხელ რუსეთი დაბომბა

"კრიმსტოპი: ჩრდილოვანი ფლოტის 7 ხომალდი, 7 ქვესადგური ყირიმსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთის ფედერაციაში...