მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,სასამართლო რეფორმის თემაზე მიღებული კანონით ცოტა არ იყოს იმედგაცრუებული ვართ'' - ...

,,სასამართლო რეფორმის თემაზე მიღებული კანონით ცოტა არ იყოს იმედგაცრუებული ვართ” – აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს უილსონი

Published on

სასამართლო რეფორმის თემაზე მიღებული კანონით ცოტა არ იყოს იმედგაცრუებული ვართ – ეს განცხადება აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა გააკეთა.
 
ამერიკელი დიპლომატი წუხს, რომ კანონმდებლობაში არ მოხდა იმ რეკომენდაციების სრულად გათვალისწინება, რომელიც ქართულ მხარეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა წარუდგინეს. როს უილსონი ამბობს, რომ სასამართლო სისტემა ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული საკითხია და აუცილებელია უზენაესი სასამართლო დაკომპლექტდეს იმ მოსამართლეებით, ვისაც საზოგადოებაში მაღალი ნდობა ექნება.
 
„საქართველოს შეერთებული შტატების ძლიერი მხარდაჭერა აქვს. მრავალი წელია პრიორიტეტულად მიგვაჩნია სასამართლო რეფორმა, რაც უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ მოსახლეობის ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ უზრუნველყოფილი იყოს.
 
გარკვეულწილად იმედგაცრუებული ვიყავით ბოლო კანონპროექტით, რომელიც პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო.
 
როგორც ჩანს სათანადოდ არ არის გათვალისწინებული შეერთებული შტატების, ევროკავშირის, ეუთოს, ევროსაბჭოსა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები.
 
„იმედი გვაქვს ამ რეკომენდაციებს განიხილავენ და იუსტიციის უმაღლესი საბჭო იმოქმედებს გამჭვირვალედ მოსამართლეთა დასახლების დროს. ამავდროულად ვიმედოვნებთ, რომ პარლამენტიც სრულად შეასრულებს ნაკისრ პასუხისმგებლობას და წარდგენილ კანდიდატებს გამჭვირვალედ და კრიტიკული თვალითაც განიხილავს.
 
ეს აუცილებელია, იმისთვის, რომ ქვეყანას ჰყავდეს უზენაესი სასამართლოს ისეთი მოსამართლეები, როგორებიც სჭირდება დემოკრატიის ეფექტური ფუნქციონირებისთვის,”-განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, როს იულსონმა.

სიახლეები

უკრაინამ რუსეთში, Wildberries-ის 2 საწყობზე დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კრასნოდარში რუსეთის ყველაზე მსხვილ ონლაინ-სავაჭრო კომპანია Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე დრონებით იერიში...

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს - საქმე Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხება, რომელშიც ვახო...

მოლდოვამ ახალი მთავრობა დაამტკიცა

მოლდოვის პარლამენტმა ბიზნესმენ ვასილე ტოფანის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობა დაამტკიცა, მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრობის კანდიდატმა...