ხელისუფლებამ მოახდინა საფინანსო სისტემის რეკეტი და ივანიშვილმა ამაში კაპიკებიც კი არ გადაიხადა – რომან გოცირიძე

0
420
ხელისუფლებამ მოახდინეთ საფინანსო სისტემის რეკეტი და ივანიშვილმა ამაში კაპიკებიც კი არ გადაიხადა, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანს უსმენენ.
 
დეპუტატმა ვალების ჩამოწერის პროგრამაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა ვალი, რომლის განულებაც მოხდა, ბანკების მიერ ისედაც ჩამოწერილი იყო.
 
„ამ ადამიანებს, ვისაც თქვენ ე.წ. ვალი გაუნულეთ 5 წლის განმავლობაში, არავინ არ მისცემს სესხს. თქვენ ატყუებთ მოსახლეობას, საკრედიტო ბიუროებში ესენი დაფიქსირდნენ, როგორც ურჩი გადამხდელები, სხვების მიერ ვალპატიებულები. არავის არ აძლევენ 5 წლის განმავლობაში სესხს, მაგრამ უფრო საინტერესო ის არის, რაც „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელმა აქ, პარლამენტში გამოსვლისას თქვა, რომ მას 120 მილიონი ლარის სესხში (თავი ფული), „ქართუმ“ გადაუხადა 3 მილიონი ლარი. მეორე დიდი ბანკი არის "საქართველოს ბანკი" და მედიაში დაიწერა, რომ 400 ათასის სესხი ჩამოვწერეთო. თქვენ ამბობდით 7%-ად უნდა გამოისყიდოს სესხები „ქართუმ“. 7%-ად კი არა, „თიბისი“ გამოისყიდა 2.5%-ად. ხელისუფლებამ მოახდინეთ საფინანსო სისტემის რეკეტი და ივანიშვილმა ამაში კაპიკებიც კი არ გადაიხადა. აჩუქებინეთ თქვენ არჩევნების დასაფინანსებლად ფული ისე, რომ არაფერი არ გადაიხადეთ და დივიდენდები მიიწერეთ თქვენ. რამდენად სამართლიანია, რომ „ქართუ ბანკმა“ 120 მილიონ ლარ თავ ფულში, რომელიც მთლიანობაში მილიარდამდე ადის, 3 მილიონი ლარი გადაიხადა?“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
 
თქვენი გასაშვები რომ გავხდები, მაშინ დაიქცა ეს ქვეყანა, – ასე მიმართა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძეს და დეპუტატი ტყუილში დაადანაშაულა, რასაც კამათი მოჰყვა.
 
მაჭავარიანმა რომან გოცირიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მსგავსი ტყუილი, როგორიც გოცირიძემ თქვა, არც ერთ სხვა ოპოზიციონერს არ უთქვამს.
 
„ვერც ერთზე ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე იტყუებოდა, ინტერპრეტაციები იყო, მაგრამ ასე ღია, პირწმინდა ტყუილები არც ერთს უთქვამს. ჩვეულებრივად, ღიად შეგიძლიათ ამ ასაკის კაცს იტყუებოდეთ. ღიად იტყუებით და წარბი არ გიტოკავთ. ამას ხომ მოხერხება უნდა“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
 
აღნიშნულის საპასუხოდ კი, რომან გოცირიძემ მაჭავარიანს უთხრა, რომ ის დემაგოგობდა. „ზიხართ და დემაგოგობთ. გაპასუხებინებთ და თუ არა, გაგიშვებთ,- აღნიშნა გოცირიძემ.
 
თავის მხრივ კი მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ გოცირიძის გასაშვები არ გახდებოდა.
 
„თქვენი გასაშვები რომ გავხდები მაშინ დაიქცა ეს ქვეყანა“,- აღნიშნა მაჭავარიანმა.

წინა სტატიაზუგდიდში მოწამლული უკრაინელი ბავშვების თანმხლებმა ქალმა, შესაძლოა, საქართველოს თავშესაფარი სთხოვოს. ცოლ-ქმარს სამშობლოში ბიზნეს მეწილეებთან უთანხმოება ჰქონდათ
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპი: ,,გაზეთ New York Times-ს მუხლებზე დაჩოქება და ჩემთვის პატიების თხოვნა მოუწევს”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური