მთავარისიახლეებიპოლიტიკაბოლო 4 თვეში ავლაბრის სასახლესა და ათონელზე მდებარე პრეზიდენტის რეზიდენციაზე ჯამურად 3...

ბოლო 4 თვეში ავლაბრის სასახლესა და ათონელზე მდებარე პრეზიდენტის რეზიდენციაზე ჯამურად 3 478 795 ლარი დაიხარჯა

Published on

ბოლო 4 თვეში, ავლაბრის სასახლესა და ათონელზე მდებარე პრეზიდენტის რეზიდენციაზე ჯამურად, 3 478 795 ლარი დაიხარჯა. – ინფორმაციას ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი“  სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საფუძველზე აქვეყნებს.  მონაცემების თანახმად, ყველაზე დიდი ხარჯი ამ პერიოდში ათონელის რეზიდენციაზე გაწეული  2 733 720 ლარია  
 
დოკუმენტის თანახმად, ორბელიანის სასახლის კომუნალურმა ხარჯმა 34 642 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ კომუნალურ ხარჯებში მხოლოდ ელექტროენერგიისა და წყლის ხარჯებია გაწერილი. გარდა ამისა, შენობა-ნაგებობის ტექნიკურ მომსახურებაზე ყოველთვიურად 10 000 ლარი იხარჯება.
 
 
რაც შეეხება ავლაბრის რეზიდენციას, რომელსაც აპრილიდან სახელმწიფო ცერემონიების სასახლე დაერქვა, 4 თვეში გაწეულმა მასზე გაწეულმა ხარჯმა 263 616 ლარი შეადგინა. თანხის ძირითადი ნაწილი, 262 339 ლარი შენობის კომუნალურ ხარჯებს მოხმარდა. უფრო კონკრეტულად ავლაბრის რეზიდენციაში 2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის მარტის ჩათვლით მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯმა 154 795 ლარი, ბუნებრივი აირის მოხმარების ხარჯმა 80 804 ლარი, წყლის მოხმარების ხარჯმა კი 25 801 ლარი შეადგინა.
 
 
გარდა ამისა, 4 თვეში შენობა-ნაგებობებისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების მოვლა/დასუფთავებისა და სამეურნეო საქონელზე 2 216 ლარი დაიხარჯა.
 
გარდა ამისა, ორივე შენობას სდსს-ს ერთ-ერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ემსახურება, რომელიც სხვადასხვა სახის ტექნიკურ სამუშაოებს აწარმოებს. აღნიშნულ სამსახურში გაცემული შრომის ანაზღაურების ოდენობამ 4 თვეში 113 250 ლარი შეადგინა.
 
რაც შეეხება შენობების დაცვას, ავლაბრის რეზიდენციაზე განაწილებული შემადგენლობის შრომის ანაზღაურებამ 4 თვეში 194 780 ლარი შეადგინა. ამასთან, მათზე გაცემულია 44 950 ლარის დანამატიც.
2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის მარტის ჩათვლით ათონელის რეზიდენციის დაცვაზე განაწილებული პირების შრომის ანაზღაურებამ 91 807 ლარი, დანამატმა კი 31 570 ლარი შეადგინა.
 
ესეც ეკონომია ,,ქართული ოცნების'' სტილში.

სიახლეები

იმერეთში-კაცმა ცოლი, დედა და ცოლის მეგობარი დაჭრა

პოლიციამ დააკავა კაცი, რომელმაც ცოლი, დედა და ცოლის მეგობარი ქალი ცივი იარაღით დაჭრა. ამის...

აფგან სადიგოვს ოჯახთან დაკავშირება აეკრძალა – სევინჩ სადიგოვა

აზერბაიჯანში დაკავებულ აფგან სადიგოვს ოჯახთან დაკავშირება აეკრძალა - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი...

ოცნება ევაჭრება დასავლეთს – ნიკა გვარამია

"ბუნებრივია, რომ კიდევ ერთხელ აკეთებს "ქართული ოცნება" იმას, რაც მისი პრაქტიკაა, ავტორიტარული პრაქტიკა, აგროვებს...

მნიშვნელოვანია შიდა ველზე ვინ იქნება პარტიის წარმომადგენელი – ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-ზე

"მე მომხრე ვარ არა რამის დამატების, არამედ პირიქით - ეფექტური უნდა გახდეს ის, რაც...