მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ქართული ოცნების" დაშლა გარდაუვალია- ანალიტიკოსების შეფასება

“ქართული ოცნების” დაშლა გარდაუვალია- ანალიტიკოსების შეფასება

Published on

გუშინდელმა სესიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უმრავლესობა დაბნეული და არაადეკვატურია, ეს კი "ქართული ოცნების" დაშლის წინაპირობაა – მმართველ გუნდში არსებულ კრიზისზე კიდევ ერთხელ საუბრობენ ექსპერტები. ანალიტიკოსების შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ თავის თავი ამოწურა, პარტიის შიგნით კი „სამოქალაქო ომია.“
 
“პოლიტიკაში ერთ-ერთი ყველაზე დამაზიანებელი კომიკურობაა და კომიკური გახდა „ქართული ოცნება." ტვინი აქვთ არეული, ღილაკები კი არა და არ იციან რა გააკეთონ. ჩემი აზრით, ხალხის გადინება „ქართული ოცნებიდან“ გაგრძელდება,“-აცხადებს "საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC)" დამფუძნებელი, ნოდარ ხარშილაძე.
 
კომიკურს უწოდებს „ქართული ოცნების“ დეპუტატების და ლიდერების ქმედებას ექსპერტი გია ხუხაშვილი. მისი თქმით, პარტიის დაშლის პროცესი გარდაუვალია, რადგან მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი ვერ შეძლებს პროცესების მართვას.
 
„რაც დასანგრევია მაინც დაინგრევა, რამდენადაც არ უნდა ეცადო შენ ბოძი შეუმაგრო და მხარი შეუყუდო“-ამბობს ხუხაშვილი.  
 
ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალების მიუხედავად, უმრავლესობამ ზვიად კვაჭანტირაძის პოსტიდან გადასაყენებლად ხმები ვერ მოაგროვა. ვითარება თავად კვაჭანტირაძემ განმუხტა და დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა.

სიახლეები

მედია- ისრაელმა თეირანში ბირთვულ ლაბორატორიებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

ისრაელის მე-12 არხი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ ღამეს ისრაელის საჰაერო ძალების იერიშის სამიზნე,...

ენმ-ვემიჯნებით თავდასხმას პარტნიორ პარტიებზე, მოვუწოდებთ ჩვენს წევრებს, დაიცვან შეთანხმება

პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, ისინი ოპოზიციის ალიანსის ერთგულები არიან, "რაც გამორიცხავს პარტნიორ...

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური...

თურქეთის თავდაცვის უწყება-სამხრეთ-აღმოსავლეთში Patriot-ის სისტემას განვალაგებთ

თურქეთმა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მალათიის პროვინციაში „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემა განათავსა. ამის შესახებ თურქეთის...