მთავარისიახლეებიპოლიტიკამან ვერ შეძლო სასამართლოშო გაბატონებული კლანის დამარცხება- ნინო გვენეტაძის თანაშემწე ალაპარაკდა

მან ვერ შეძლო სასამართლოშო გაბატონებული კლანის დამარცხება- ნინო გვენეტაძის თანაშემწე ალაპარაკდა

Published on

ნინო გვენეტაძემ ვერ შეძლო სასამართლოშო გაბატონებული კლანის დამარცხება და იძულებული გახდა ეთანამშრომლა მათთან,- ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის თანაშემწემ კახა წიქარიშვილმა განაცხადა.
 
მისივე თქმით, იმ პერიოდში სასამართლოში „ორი კლანი“ არსებობდა.
 
„არ ვიცი ჩემი განცხადება რამდენად სკანდალური იყო, ვინაიდან საზოგადოებამ უკვე მოისმინა ნინო გვენეტაძის განცხადება, რომელიც გააკეთა ცოტა ხნით ადრე წასვლამდე. რამდენიმე თვით ადრე განაცხადა, რომ ის იყო ძალადობის მსხვერპლი და ეს თვითონ საჯარო სივრცეში აღნიშნა. რაც შეეხება იმას, იმყოფება თუ არა ის ამჟამად საფრთხის ქვეშ, ამას ნამდვილად ვერ გეტყვით. მე მას რამდენჯერმე გავუგზავნე მეილი და ვთხოვე შეხედრა, მაგრამ ჯერ ჯერობით ვერ შევხვდი. მინდა უბრალოდ ვთხოვო, რომ თუ ის იქმება მზად, გამოვიდეს საჯარო სიცრცეში და თავისი აზრი დააფიქსიროს სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობის თაობაზე. ეს, მე ვფიქრობ, ძალიან დაეხმარება საზოგადოებას, რათა გაიგოს რეალურად რა ხდება სასამართლოში. რაც შეეხება წინა მოვლენებს, მე შემიძლია დაგიდადტუროთ, რომ ვიყავი მისი თანაშემწე, მრჩეველი და ერთად ვგეგმავდით მთელ რიგ ღონისძიებებს კლანის წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც სასამართლოში დღეს არის გაბატონებული. მაგრამ სამწუხაროდ, გვენეტაძის სტრატეგიამ არ გაამართლა, მან ჩემგან განსხვავებული სტრატეგია აირჩია. მან ვერ შეძლო ამ კლანის დამარცხება და იძულებული გახდა რომ ეთანამშრომლა ამ კლანთან. ამ თანამშრომლობამ ბოლოს მიაღწია რაღაც პიკამდე, ეტყობა გარკვეული მორალური მაქსიმუმი იყო მისთვის და ამ ზღვარის შემდეგ ის წამოვიდა სასამართლოდან“, – განაცხადა კახა წიქარიშვილმა.
 
მისივე თქმით, სასამართლოში იმ დროისთვის არსებობდა ორი კლანი – ეს იყო ცერცვაძის და ჩინჩალაძის კლანი, რომელიც დიდი ხანია უკვე სასამართლოში ჩამოყალიბებულია.
 
„რეალურად ძალთა ბალანსი ასე იყო გადანაწილებული: ცერცვაძე იყო სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, ჩინჩალაძე იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე. მათ ჰყავდათ თავისი ჯგუფები და ამ ჯგუფების მეშვეობით მართავდნენ სასამართლოს. 2012 წლამდე ამ ჯგუფების მეშვეობოთ ხდებოდა რეალურად იმ ცუდი საქმეების კეთება, რომლებსაც კობახიძე მოიხსენიებს მილიონ ცუდ საქმედ", -განაცხადა კახა წიქარიშვილმა.

სიახლეები

ზაზა გაბუნია მექსიკაში საქართველოს ელჩი აღარ იქნება

ზაზა გაბუნია მექსიკაში საქართველოს ელჩი აღარ იქნება - ინფორმაცია მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც...

ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი დააკავეს

ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი დააკავეს. ის “ფეისბუქზე” წერს, რომ “მილიციელებმა” მიაკითხეს. სავარაუდოდ, საუბარია რუსთაველის გამზირზე...

გახარიას პარტია პარლამენტში შედის

ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია პარლამენტში შედის - ამის შესახებ ინფორმაცია გიორგი შარაშიძემ დაადასტურა. პარტიაში მიიჩნევენ,...

ქალს, რომელიც ბათუმში ნარკოტიკს ჰყიდდა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება

შსს-ს ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული...