მთავარისიახლეებიპოლიტიკა"მილიონი ხელმოწერა " პროპორციული არჩევნებისთვის - სასტუმრო "რედისონში" ოპოზიციური პოლიტიკური ...

“მილიონი ხელმოწერა ” პროპორციული არჩევნებისთვის – სასტუმრო “რედისონში” ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა მიმდინარეობს

Published on

სასტუმრო "რედისონში", ოპოზიციურ პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება "მილიონი ხელმოწერის" წარმომადგენელთა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა მიმდინარეობს.
 
შეგახსენებთ, როპ 20 ოპოზიციური პარტია საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს, რათა კონსტიტუციაში შევიდეს ცვლილება და საქართველლოში მომავალი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით გაიმართოს. მიუხედავად იმისა, რომ კანონის თანახმად კონკრეტული ინიციატივის წარსადგენად 200 ათასი ხელმოწერა საკმარისია, ოპოზიცია მზადაა მილიონი ადამიანის ხელმოწერა დააფიქსიროს.ოპოზიციური პარტიების გაერთიანება – "მილიონი ხელმოწერა სამართლიანი არჩევნებისთვისა" და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრას „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე ესწრება.
 
როგორც კაციტაძემ განაცხადა, მაისის ბოლოს მოსახლეობის ხელმოწერების საჭირო რაოდენობა მზად იქნება პარლამენტში შესატანად.
„როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარეობს ხელმოწერების შეგროვება საკონსტიტუციო ცვლილების განსახორციელებლად, რომლის მიზანია საარჩევნო სისტემაში სამართლიანობის აღდგენა, რაც მაჟორიტარული სისტემის გაუქმებით გამოიხატება. მესამე კვირაა, ხელმოწერების შეგროვების პროცესი გაშლილია ყველა მუნიციპალიტეტში. ჩვენი მიზანია, მთელი ამ კამპანიის განმავლობაში მილიონი მოქალაქის ხმა გავაგონოთ დაყრუებულ ხელისუფლებას, რომ ეს მათი ნებაა და არა – ცალკეული ოპოზიციის, რომ გაუქმდეს მაჟორიტარული სისტემა. რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, ჩვენ ამ პროცესს არ გავწელავთ და დაახლოებით 20 მაისის ბოლოსთვის ხელმოწერების საჭირო რაოდენობას სამართლებრივი პროცესის დასაწყებად შევიტანთ პარლამენტში. თუმცა, ხელმოწერების შეგროვების კამპანიური ნაწილი კვლავ გაგრძელდება. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, მთავარი პრობლემა პარლამენტშია, როცა ეს პროცესი დამთავრდება თავისი საჯარო განხილვიანად, მერე როგორ უპასუხებს საკუთარ ამომრჩეველს, მოქალაქეებს ქართული ოცნების ხელისუფლება. მათ ნებას როგორ გაითვალისწინებს.
 

სიახლეები

ოკუპანტებმა ქვემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს 2 მოქალაქე გაიტაცეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი...

“ოცნებამ” ივანიშვილის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ელჩები არ დაპატიჟა

შალვა პაპუაშვილი ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაზე ელჩები დაპატიჟებულები...

ხელჩართული ჩხუბი პროფკავშირებში – ნაცემია სამი ადამიანი

ხელჩართული ჩხუბი პროფკავშირებში - ნაცემია სამი ადამიანი. ერთ-ერთ მათგანს კბილები აქვს ჩამტვრეული, მეორეს დაზიანება...

“ვგმობ მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ფორმით დარბევას” – ადიგენის საკრებულოს აპარატის უფროსი

მორიგი საპროტესტო განცხადება საჯარო სექტორიდან. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი მიხეილ ბუცხრიკიძე 28 ნოემბერს...