მთავარისიახლეებისაზოგადოებაანაკლიაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შენობის სამუშაოებს აპროტესტებენ

ანაკლიაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შენობის სამუშაოებს აპროტესტებენ

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში, თემურ  ხარლამპიდის ოჯახი ენგურის სანაპიროზე, მათი საცხოვრებლიდან 20 მეტრში, სახანძრო-სამაშველო სადგურის მშენებლობას აპროტესტებს. ანაკლიელ ნინო ხარლამპიდის თქმით, აღნიშნულ მიწაზე სამასწლიანი  ჭადრის ხეებია, რომელთაც მოჭრას უპირებენ. გარდა ამისა, მათი თქმით, იქ, სადაც ახლა სახანძროს შენობას აშენებენ, საძროხე და წისქვილი აქვთ, რომელსაც  მშენებლობის დროს ასევე  დანგრევას უპირებენ. აქციის მიუხედავად,პარალელურად კომპანია“დამბას“ წარმომადგენლებმა უკვე დაიწყეს სამუშაოებისთვის მოსამზადებელი ეტაპი. ხარლამპიდის ოჯახის წევრებმა რამდენჯერმე სცადეს ტექნიკასთან მიახლოება,მაგარამ სამართალდამცავებმა ამის საშუალება არ მისცეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ  ტერიტორიას რეკრეაციული ზონის სტატუსი არ აქვს და არც ხეების მოჭრას გეგმავენ. მათივე ცნობით, ანაკლიაში სადგურის აშენება იგეგმება, სადაც 3 სახანძრო მანქანა გაჩერდება

სიახლეები

პრივილეგიაა – ვნახავთ, რა იქნება პასუხი და მივიღებთ საჭირო გადაწყვეტილებას-ფიშერი უვიზოზე

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანა ევროკავშირს 2024 წლის დასაწყისიდან დაშორდა. ქვეყანა შორდება ევროკავშირს დიდი სისწრაფით,...

დამატებითი ბრძოლის ველია, უთანასწორო მდგომარეობის მიუხედავად – ხაზარაძე არჩევნებზე

ლელო-ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მის და გიორგი გახარიას გუნდს შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე...

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა.  თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომა ამ...

გორში 3 პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრეს – დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 15 ივლისს, გორში, სოფელ ხელთუბანში სამართალდამცველებს თავს დაესხნენ, სამ პოლიციელს...