მთავარისიახლეებისაზოგადოებაბაგრატიონთა ორ შტოს შორის მიმდინარე საგვარეულო დავის განხილვა 11 აპრილს გაგრძელდება

ბაგრატიონთა ორ შტოს შორის მიმდინარე საგვარეულო დავის განხილვა 11 აპრილს გაგრძელდება

Published on

 
ბაგრატიონთა ორ შტოს შორის მიმდინარე საგვარეულო დავა – სასამართლოში საქმის პირველადი განხილვა დასრულდა. სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია გუშინ  ისტორიკოსებისგან ბაგრატოვნათა დინასტიის წარმომავლობის შესახებ შემონახულ ცნობებს ისმენდა.
 
როგორც ცნობილია, დედოფალი მეფეს უჩივის, მეფე კი დედოფლის ოჯახს სამეფო წარმომავლობის დამტკიცებას დნმ-ის კვლევით სთხოვს.
 
დღეს მოპასუხე მხარის ადვოკატმა განაცხადა, რომ ნუგზარ ბაგრატიონი სინამდვილეში სიხარულიძეა და, თუ ეს ასე არ არის, მაშინ გენეტიკური ანალიზით დაადასტუროს.
 
სასამართლოს დასრულების შემდეგ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის კომენტარი არ გაუკეთებია. მოსარჩელე ბაგრატიონ-გრუზინსკების ადვოკატმა კი დნმ-ის კვლევაზე უარი განაცხადა.
 
ლევან გორელიშვილის თქმით, ბაგრატიონ-მუხრანსკების მოთხოვნა რომ დაკმაყოფილდეს, მაშინ სვეტიცხოვლის ტაძრიდან პეტრე ალექსანდრეს ძე ბაგრატიონისა და პეტრე პეტრეს ძე ბაგრატიონის ცხედრების ექსგუმაცია უნდა მოხდეს, რასაც ოჯახი არ დაუშვებს. 
 
„იმისთვის, რომ პირთა შორის ნათესაური კავშირი დადგინდეს, საჭიროა სვეტიცხოვლიდან მოხდეს ექსგუმაცია პეტრე პეტრეს ძე გრუზინსკის და პეტრე ალექსანდრეს ძე გრუზინსკის. ამ ჭორების გამოსარიცხად და იმ სისულელეებზე არგუმენტაციისთვის, რომ ვიღაცა სიხარულიძე ყოფილა, ბუნებრივია, მაგხელა რაღაცაზე ჩვენ არ წავალთ და ცხედრების ექსგუმაციის გადაწყვტილებას ვერ მიიღებს ოჯახი,“ – აცხადებს ბაგრატიონ-გრუზინსკების ადვოკატი, ლევან გორელაშვილი.
 
 სასამართლო პროცესზე დღეს ისტორიკოსები გამოიკითხნენ. გიორგი ოთხმეზური ამბობს, რომ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი მეფეთა შთამომავალია.
 
იმავეს ამტკიცებს ისტორიკოსი იოსებ ბიჭიკაშვილი. მისი თქმით, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატს დღეს ამის დასტურად ისტორიული დოკუმენტები წარუდგინეს.
 
მომდევნო სხდომა 11 აპრილს ჩაინიშნა.
 
სასამართლო მოსმენის შემდეგ დავით ბაგრატიონი მუხრანსკის ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ გამართა პრესკონფერენცია, სადაც კიდევ ერთხელ ისაუბრა იმაზე, რომ   15 წლის წინ საპატრიარქომ საიდუმლოდ ჩაატარა ბაგრატიონთა დინასტიის სხვადასხვა წარმომადგენლის დნმ-კვლევა.
 
,,გაირკვა, რომ ბატონ ნუგზარს არ აღმოაჩნდა ბაგრატიონების ჰაპლოჯგუფი. კერძოდ, ბაგრატიონებს აქვთ Q3A1A1 – ეს არის ციმბირული დნმ ჯგუფი. 
ბატონმა გიორგი ანდრიაძემ, როგორც ვიცი, ჯერ განაცხადა, რომ აღნიშნული დნმ-კვლევა არ ჩატარებულა, შემდეგ განაცხადა, რომ აღნიშნული დნმ-კვლევა ჩატარდა და ბატონ ნუგზარს აღმოაჩნდა ქართული დნმ ჯგუფი. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ბატონ ნუგზარს აღმოაჩნდა ქართული დნმ-ჯგუფი, ქართული დნმ-ჯგუფი არის J1 და J2, და არა Q3A1A1.
 
ბატონმა ანდრიაძემ ირიბად გასცა ბატონი ნუგზარის საიდუმლო, როცა თქვა, რომ მას აქვს ქართული ჰაპლოჯგუფი. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ბატონი ნუგზარი არ არის ბაგრატიონი.
 
მოწინაარმდეგე მხარე აპელირებს ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, თითქოს ამის დასადასტურებლად საჭიროა სვეტიცხოვლის გაჭრა, იქიდან მიცვალებულების ამოთხრა, რაც არის აბსოლუტური სპეკულაცია.
რატომ გახდა დნმ-ებით ომი საჭირო ? დნმ-ებით ბრძოლა საჭირო გახდა აღნიშნული ნაკლოვანი გენეალოგიის გამო. იმიტომ, რომ ადამიანს არ აქვს გენეალოგია წესრიგში. დნმ-კვლევა არის დამატებითი საშუალება, შეავსო მსგავსი დეფექტი ” -განაცხადა  ლევან ჩხეიძემ პრესკონფერენციაზე -.
 
შეგახსენებთ,  ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ყოფილ ქმარს უჩივის. ის ითხოვს, აეკრძალოსდავით ბაგრატიონ-მუხრანელს "საქართველოს სამეფო სახლის" სახელის გამოყენება . მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ბაგრატიონ-მუხრანსკი თაღლითია და სამეფო ორდენებს ყიდის.

სიახლეები

“გერმანიას ჯამში 13 პირი ჰყავს სანქცირებული” – პეტერ პიშერი

როცა ჩამოვედი საქართველოში პრემიერმა მითხრა, რომ თქვენ ჩვენი საუკეთესო მეგობრები ხართ, ბევრმა იგივე მითხრა,...

დოიაშვილის გათავისუფლება შემოქმედებითი თავისუფლების ცენზურაა-საია

ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლება ქართული...

გიორგი ჩიკვაიძე სასამართლოში ეტლით მიიყვანეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ჩიკვაიძისა და მისი ბიზნესპარტნიორის, ირაკლი პაპიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ადგილიდან...

განათლების სამინისტრო, სკოლებში ჩინურის, როგორც მეორე ენის, სწავლების შეტანას აპირებს

"ქართული ოცნების" განათლების მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ სასკოლო საზოგადოებასა და დაინტერესებულ მხარეებთან ზოგადი განათლების ახალი...