მთავარისიახლეებისაზოგადოებაგლდანში საქართველოს ბანკზე თავდასხმა მოხდა

გლდანში საქართველოს ბანკზე თავდასხმა მოხდა

Published on

სროლა გლდანში – არსებული ინფორმაციით, თავს საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალს დაესხნენ.შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. თვითმხილველების განცხადებით, სამი ნიღბიანი პირი ბანკიდან გამოვიდა და დაცვის პოლიციის მისამართით ცეცხლი გახსნა. მათივე თქმით, საპასუხო ცეცხლი თავდამსხმელებს დაცვის პოლიციის თანამშრომლებმაც გაუხსნეს. სამივე მათგანს ნიღაბი ეკეთა. 
სროლის შედეგად დაზიანებულია დაცვის პოლიციის ავტომობილი. ნატყვიარები ეტყობა რამდენიმე მაღაზიასაც. დამნაშავეებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლეს. არსებული ინფორმაციით, ჯერჯერობით სამართალდამცველებს არავინ დაუკავებიათ. მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. 
ადგილზე იმყოფებიან ექსპერტ კრიმინალისტები და კინოლოგები. არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულის შესახებ, თუმცა მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. 

სიახლეები

ჩხორია-ლიის საავტომობილო გზაზე მოხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

სამეგრელოში ავარიის შედეგად დაშავებული ქალი ორი დღის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა - ინფორმაცია "მთავარი ამბები"...

რუსი ქალი, ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კი ბრალდებებს უარყოფს

რუსი ქალი, ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კი, რომელსაც კა­ხეთ­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო კომ­პლექსის ქართველი სტუმრები პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ,...

საქართველომ რუსეთს ძებნილი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს საერთაშორისო ძებნაში მყოფი კაცი გადასცა - ინფორმაციას და კადრებს ამის შესახებ რუსეთის...

უკრაინამ წუხელ რუსეთი დაბომბა

"კრიმსტოპი: ჩრდილოვანი ფლოტის 7 ხომალდი, 7 ქვესადგური ყირიმსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთის ფედერაციაში...