მთავარისიახლეებისამართალიზუგდიდში ბანკის ყაჩაღობის ფაქტზე 2 პირი დააკავეს

ზუგდიდში ბანკის ყაჩაღობის ფაქტზე 2 პირი დააკავეს

Published on

შსს-ს ინფორმაციით ბანკის ყაჩაღობის ფაქტზე 2 პირია დაკავებული. უწყება განცხადებას ავრცელებს "შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ზუგდიდში “ლიბერთი ბანკის” ინკასატორების დაყაჩაღების ფაქტი გახსნეს. პოლიციამ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: 1980 წელს დაბადებული გ.ჯ. და 1964 წელს დაბადებული ო.ხ. ბრალდებულის სახით ზუგდიდში დააკავა.
 
 
დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
“პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, დიდი ოდენობით მატერიალური სარგებელის მიღების მიზნით, რამდენიმე ყაჩაღური თავდასხმა დაგეგმეს. გ.ჯ. და ო.ხ. მიმდინარე წლის 2 მარტს, დილის საათებში, ზუგდიდში მდებარე “ლიბერთი ბანკის” ფილიალთან ბანკის საინკასაციო მანქანას თავს დაესხნენ და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს ბანკის ერთ-ერთ ინკასატორს. ბრალდებულებმა საინკისაციოდ გამზადებული ფული, ინკასატორების კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღები გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მსუბუქი ავტომობილით მიიმალნენ.
 
გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ დაკავებულებმა ინკასაციის სამსახურის თანამშრომლების დაყაჩაღებამდე რამდენიმე საათით ადრე, ზუგდიდში, სოფელ ონარიაშიც ჩაიდინეს დანაშაული. ნიღბიანმა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა გ.ჯ.-მ და ო.ხ.-მელექტროსადგურის დარაჯებს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, რის შემდეგაც იარაღის მუქარით მათი პირადი ნივთები და კუთვნილი ავტომობილი გასტაცეს. მოგვიანებით, ბრალდებულებმა აღნიშნული მსუბუქი ავტომობილით განახორციელეს ბანკის ინკასატორებზე ყაჩაღური თავდასხმა და დიდი ოდენობით ფულის გატაცება შეძლეს.
 
პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, გატაცებული ავტომობილი დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში ერთ-ერთ სოფელში მიტოვებული იპოვა.
 
სამართალდამცველებმა ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები 6 მარტს ზუგდიდში დააკავეს. გატაცებული ფული, დანაშაულის ჩადენის იარაღი – კალაშნიკოვის სისტემის 2 ცეცხლსასროლი იარაღი, ინკასატორებისგან გატაცებული “გირსანის” ტიპის პისტოლეტები, ნიღბები და ელექტროსადგურის დარაჯის კუთვნილი ავტომობილი პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
 
დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

სიახლეები

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადება ამჯერად “მართულ საერთაშორისო მედიას” ეხება

ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, თემო წიქვაძე განცხადებას ავრცელებს: „მსურს საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია დაზარალებული ბიძინა...

ელენე ხოშტარია დააკავეს

კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია დააკავეს. ამის შესახებ “დროას“ ვიდეოდან ხდება ცნობილი. ადგილზე იმყოფებოდა...

ქრთამის სახით 650 ლარის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს

ქრთამის სახით 650 ლარის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის...

ტრამპი- იქნება ეს ბუნებრივი აირი თუ სიგარეტი, ევროპა რუსეთიდან არაფერს არ უნდა ყიდულობდეს

NATO უნდა გაერთიანდეს. ევროპა უნდა გაერთიანდეს. ნახეთ, ევროპა ჩემი მეგობარია, მაგრამ ისინი რუსეთიდან ნავთობს...