მთავარისიახლეებიპოლიტიკა"შეერთებული შტატები "თიბისი ბანკის" საქმის მსვლელობას ყურადღებით აკვირდება" - აშშ-ის ელჩი

“შეერთებული შტატები “თიბისი ბანკის” საქმის მსვლელობას ყურადღებით აკვირდება” – აშშ-ის ელჩი

Published on

აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეტ რუდი ამბობს, რომ შეერთებული შტატები "თიბისი ბანკის" საქმის მსვლელობას ყურადღებით აკვირდება.

მაღალჩინოსანს დღეს მამუკა ხაზარაძისთვის გაგზავნილ წერილზეც ჰკითხეს, თუმცა მან კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.

მისი თქმით, საქმე, რომელიც "თიბისის" უკავშირდება გავლენას ახდენს ახდენს საქართველოში ბიზნეს გარემოსა და ინვესტიციებზე.

„შეერთებული შტატები დიდი ხანია უჭერს მხარს საქართველოში თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის განვითარებას. წერილთან დაკავშირებით კი კომენტარს ვერ გავაკეთებ. მესმის, რომ ის საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოძიების საგანს წარმოადგენს. რაც შეეხება "თიბისი" ბანკს, ჩვენ ვაგრძელებთ საქმეზე ყურადღებით დაკვირვებას და მიგვაჩნია რომ მისი განხილვის გზები და შედეგები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საქართველოში ბიზნეს გარემოსა და ინვესტიციებზე,“-განაცხადა ელიზაბეტ რუდიმ.

"თიბისი" ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს თვალს ადევნებს ევროპის საბჭოს ოფისის ხელმღვანელი საქართველოში. კრისტიან ურსე ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ევროსაბჭო მსგავს საქმეებს არ განიხილავს, ის თვალს ადევნებს საქმეს.

„ყველა ეცნობა მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, მათ შორის ჩვენც, მაგრამ ევროსაბჭო ასეთ საქმეებს არ განიხილავს. რა თქმა უნდა ყურადღებით ვაკვირდებით. რამდენადაც ვიცი გამოძიება დაიწყო და დაველოდებით მის შედეგებს,”-განაცხადა კრისტიან ურსემ.

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...