მთავარისიახლეებიპოლიტიკა..სალომე ზურაბიშვილი არის სიმბოლო გაყალბებული არჩევნების'' - ,,ევროპულმა სქართველომ'' ბოიკოტის უფლება გამოიყენა...

..სალომე ზურაბიშვილი არის სიმბოლო გაყალბებული არჩევნების” – ,,ევროპულმა სქართველომ” ბოიკოტის უფლება გამოიყენა და პარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვა

Published on

ევროპული საქართველო იყენებს ბოიკოტის უფლებას და ტოვებს დარბაზს- ეს განცხადება პარტიის ლიდერმა გიგა ბოკერიამ გააკეთა.
 
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად არჩევა ხალხის პოლიტიკური ნება არ ყოფილა, რის გამოც ოპოზიცია არ აპირებს მისი ანგარიში მოისმინოს.
ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე იმ მიზეზს განმარტავს, რის გამოც პარტიამ სალომე ზურაბიშვილს ბოიკოტი გამოუცხადა და პარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვა. 
 
ბაქრაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი არის გაყალბებული არჩევნების სიმბოლო. იმ არჩევნების,რომელიც ამომრჩეველზე მასობრივი ზეწოლისა და მოსყიდვით ჩატარდა. 
 
"სალომე ზურაბიშვილი არის სიმბოლო გაყალბებული არჩევნების. სიმბოლო იმ არჩევნების, რომელიც ჩატარდა ამომრჩეველზე მასიური ზეწოლით, ამომრჩევლის მასიური მოსყიდვით, რომელიც ჩატარდა კრიმინალური და ქუჩის ელემენტების ჩართულობით, არის სიმბოლო იმ არჩევნებისა, რომელსაც წითელ ხაზად გასდევდა სიძულვილის და პოლიტიკური ოპონენტების მიუღებლობა. არავინ დღემდე არ დასჯილა ძალადობის მოსყიდვის და სხვა დარღვევების გამო, არავინ პასუხს არ აგებს, იმ უმძიმესი დასკვნების გამო, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებმა გამოაქვეყნეს საქართველოსთან დაკავშირებით. არავინ დღემდე პასუხს არ აგებს იმ ზიანის გამო, რომელიც უცხოეთში და ქვეყნის შიგნით მიადგა ქართულ დემოკრატიას და საქართველოს იმიჯს. სწორედ ამიტომ ევროპული საქართველო იყენებს ბოიკოტის უფლებას და არ ვაპირებთ პროტესტის ნიშნად დავესწროთ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას"-განაცხადა დავით ბაქრაძემ
 

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, ოპოზიციის ქმედება უნდა შეფასდეს, როგორც დესტრუქციული ქმედება.

სიახლეები

აშშ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს

ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთის მოქალაქეებისთვის აშშ-ის კუნძულოვან ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს. გადაწყვეტილება მას შემდეგ...

საია: პარტიების აკრძალვა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში წონად საფუძვლებს მოითხოვს

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" აქვეყნებს მიმოხილვას - პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს...

ანა წითლიძე პლენუმს: ილია გზას აირჩევთ თუ ბერბიჭაშვილების, ეს თქვენი გადასაწყვეტია

"ჩვენ გვყავდა ანწუხელიძეც და სერგო ორჯონიკიძეც, ჩვენ გვყავდა ილია და გვყავდა ბერბიჭაშვილებიც. რომელ გზას...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო...