მთავარისიახლეებისაზოგადოებასაგანმანათლებლო ტურნეს ფარგლებში ზუგდიდში პატარებს მწერლებმა ზღაპრები წაუკითხეს

საგანმანათლებლო ტურნეს ფარგლებში ზუგდიდში პატარებს მწერლებმა ზღაპრები წაუკითხეს

Published on

გაეროს მოსახლეობის ფონდის  საქართველოს ოფისისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის  ინიციატივით, სამეგრელოს რეგიონში საგანმანათლებლო ტურნე იმართება. ალექსანდრე ლორთქიფანიძის “იავნანა ლილისთვის” (კამპანიისთვის "კაცები ზრუნავენ") და ქართველი ავტორების ზღაპრების კრებული “იყო ერთი გოგო”  საგანმანათლებლო ტურნეს ფარგლებში, პატარებს მწერლებმა დათო გორგილაძემ და დიანა ანფიმიადიმ წაუკითხეს და გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.თანამედროვე ქართული ზღაპრების კრებული – „იყო ერთი გოგო“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით შეიქმნა. იგი 12 პოპულარული ქართველი ავტორის 21 ზღაპარს აერთიანებს. ეს არის ამბები ქალებზე, რომლებმაც საქართველოს ისტორიასა თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკუთარი მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს. ნაწარმოებების პერსონაჟები არიან როგორც ყველასთვის ნაცნობი, ისე ნაკლებად ცნობილი ქალები: კოლხი მედეა, თამარ მეფე, პირველი ქართველი მფრინავი ქალი რუსუდან ჟორდანია, მარო მაყაშვილი, პოეტი ქალი ხვარამზე და სხვები. წიგნში დიანა ანფიმიადის ორი ზღაპარი: „მანანა – გოგო, რომელმაც წიგნში იმოგზაურა“ და „ანას ამბავია“ შესული. ალექსანდრე ლორთქიფანიძის წიგნი „იავნანა ლილისთვის“ (ილუსტრატორი სოფო კირთაძე), რომელსაც პატარებს დათო გორგილაძე წაუკითხავს, კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, გაეროს მოსახლეობის ფონდის  ინიციატივით შეიქმნა. წიგნი ერთი ჩვეულებრივი ოჯახის ცხოვრებაზე მოგვითხრობს, სადაც დედა და მამა თანაბრად ინაწილებენ შვილების აღზრდის პასუხისმგებლობასა და საოჯახო საქმეებს, სადაც უახლოესი ადამიანები ერთმანეთზე ყოველდღიურად ზრუნავენ და სადაც ჰარმონია ურთიერთგაგებით, საერთო გამოწვევებისა და პრობლემების გააზრებითა და მათი გადაჭრის გზების ერთობლივად ძიებით მიიღწევა.გამოცემის მიზანია, ხაზი გაუსვას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მამაკაცების, როგორც მზრუნველი მამების, მეუღლეებისა და პარტნიორების ჩართულობა შვილების აღზრდაში და საოჯახო საქმეებში, ქალთა, ბავშვთა, ოჯახების და ზოგადად, საზოგადოების და ქვეყნის კეთილდღეობისთვის და ნამდვილი გენდერული თანასწორობის მისაღწევად. ტურნე ქალთა ისტორიის თვეს და ქალთა საერთაშორისო დღეს – 8 მარტს ეძღვნება. პუბლიკაციები მომზადდა და გამოიცა გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, რომელიც შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...