მთავარისიახლეებიპოლიტიკადავით უსუფაშვილი: ,,ბიძინა ივანიშვილს ბოლომდე დასაბრუნებელი დარჩა ერთადერთი ადამიანი - მიხეილ სააკაშვილი...

დავით უსუფაშვილი: ,,ბიძინა ივანიშვილს ბოლომდე დასაბრუნებელი დარჩა ერთადერთი ადამიანი – მიხეილ სააკაშვილი და მასაც მალე დაგვიბრუნებს ”’

Published on

ბიძინა ივანიშვილს ბოლომდე დასაბრუნებელი დარჩა ერთადერთი ადამიანი – მიხეილ სააკაშვილი. თუ დააბრუნა ღარიბაშვილი, რომელთანაც სამი წელი მუშაობდა და მერე ვეღარ იმუშავა, რატომ არ უნდა დააბრუნოს სააკაშვილი, რომელთანაც ხუთი წელი იმუშავა 2003 წლიდან 2008 წლამდე და მერე ვეღარ იმუშავა? ასე რომ, მალე მიშასაც დაგვიბრუნებს,-ასე აფასებს "შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის "ქართულ ოცნებაში" დაბრუნების საკითხს.
 
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება მმართველ პოლიტიკურ ძალაში, ამავე ძალის მიერ პოლიტიკურად უკან გადადგმული ნაბიჯია.
 
„ეს იყო სასოწარკვეთილი ივანიშვილის ერთ-ერთი ბოლო მცდელობა, რომ სახელისუფლებო ვერტიკალი როგორმე ბოლომდე გადაარჩინოს. მას აწუხებს ის, რომ სახელისუფლებო ვერტიკალია გამრუდებული და არა ის, რომ ქვეყანა იმ დღეშია, რა დღეშიც მისი უუნარო მმართველობის გამო აღმოჩნდა. ამიტომ, ეს ბოლო ნაბიჯი არის, ნაბიჯი უკან იმ ვითარებიდან, რომლიდანაც ივანიშვილს მცდელობა ჰქონდა დაეღწია თავი. 2015 წლის ბოლოსთვის შექმნილი პრობლემების ერთობლიობამ იგი აიძულა გადაედგა ეს ნაბიჯი და პრემიერ-მინისტრი შეეცვალა. ამის შემდეგ მან მხოლოდ პრობლემების გაღრმავება შეძლო და ახლა ეს არის ყოვლად სასოწარკვეთილი, უსუსური მცდელობა, რომ იქნებ უკან დაბრუნებით წინ წავიდეთ",- განაცხადა უსუფაშვილმა.
 
მისივე შეფასებით, "პატრიოტთა ალიანსს" საფუძველი აქვს ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებით იზეიმოს, ვინაიდან მათი პოლიტიკური ხედვები ერთმანეთთან თანხვედრაში მოდის.
 
"მგონია, რომ ზეიმის საფუძველი აქვს ერთ კონკრეტულ ადამიანს და პოლიტიკურ ჯგუფს, ეს არის ირმა ინაშვილი და "პატრიოტთა ალიანსი". ამ გადაწყვეტილებებით კიდევ უფრო გაძლიერდა "ქართული ოცნების" "პატრიოტთა ალიანსთან" ალიანსის ტენდენციები, რომელიც ისედაც ნათელი იყო. ივანიშვილმა იარა, იარა და თავისი ძლევამოსილი 7 წლიანი მმართველობა, პოლიტიკური მიდგომებით, პრაქტიკულად, ირმა ინაშვილს ბარდება. ქალბატონ ირმას საფუძველი აქვს დღეს იზეიმოს", – განაცხადა უსუფაშვილმა.

სიახლეები

“ძვირფასო მარიამ, როგორ ბრძანდებით?!” ანუ “ვისი სული სურს” მდგრად მინისტრს?

ლაშა ბერულავა, ოდიშინიუსი არ მოგიწერიათ, რამდენი ხანიაო, სოციალურ ქსელებში აქტიური ეკონომიკის მინისტრი მისით დაინტერესებულ...

ჰონგკონგში, კორპუსებში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იზრდება

ჰონგ-კონგში საცხოვრებელ კორპუსებში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი 13-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის...

ყველა ბრალს ვაღიარებ, ოღონდ ის ათეულობით ადამიანი გამოუშვით, ვინც ღობეს ხელი მოკიდა – ზოდელავა

მზად ვარ, ყველა მუხლის აღიარებაზე, ოღონდ ეს ათეულობით ადამიანი, ვიღაცამ რომ ღობეს ხელი მოკიდა,...

შელახული ღირსების აღდგენის გამოსავალი წყლის ძალაში ვნახე – ნიკა მელია

შვანგირაძეს არ გამოუვლენია მინიმალური დაინტერესებაც კი, თუ როგორ აღმოვჩნდი გალიაში, შელახული ღირსების აღდგენის გამოსავალი...