მთავარისიახლეებიპოლიტიკასახალხო დამცველი გიორგი გახარიას მუქარის წერილზე: ეს არის ძალიან მძიმე ბრალდება და...

სახალხო დამცველი გიორგი გახარიას მუქარის წერილზე: ეს არის ძალიან მძიმე ბრალდება და თუკი დადასტურდა, ამაზე ძალიან სერიოზული რეაგირება არის საჭირო

Published on

დღეს 5 მარტს 14:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში TBC ბანკის დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძეს მისივე სურვილით დაკითხავენ.ის მზად არის მიაწოფდოს უფრო დეტალური ინფორმაცია შს მინისტრისგან მიღებულ  მუქარის წერილზე, რომლის შესახებაც გუშინ პარლამენტში  გააკეთა განცხადება.
 
შს მინისტრის წერილთან დაკავშირებულ სკანდალს გამოეხაურა სახალხო დამცველიც. 
 
"თუკი მსგავსი რამ არსებობს, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სერიოზული ბრალდება და, რა თქმა უნდა, მექნება რეაგირება" – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ თიბისი ბანკის დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის გავრცელებულ ინფორმაციაზე თქვა. ცნობისთვის, პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მას შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მუქარის წერილი გაუგზავნა.
 
"რაც მოვისმინე, როგორც მათთან შეხვედრის დროს, ასევე გუშინ საპარლამენტო საკომიტეტო განხილვაზე ნამდვილად არის ის საკითხები, რაც ექცევა ადამიანის უფლებების დაცვის ქვეშ. წერილთან დაკავშირებით, თუკი მსგავსი რამ არსებობს, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სერიოზული ბრალდება და, რა თქმა უნდა, მექნება რეაგირება, არ ვიცი, ეს იქნება პირადი შეხვედრის ფორმით, თუ სხვა ფორმით.
 
რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მძიმე ბრალდება და თუკი დადასტურდა, ამაზე ძალიან სერიოზული რეაგირება არის საჭირო არა მარტო სახალხო დამცველის, არამედ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდანაც" – თქვა ნინო ლომჯარიამ.
 
შეგახსენებთ, თიბისი ბანკის დამფუძნებელის მამუკა ხაზარაძის თქმით,  გიორგი გახარიას წერილში ეწერა, რომ "რაღაცის შეუსრულებლობის" შემთხვევაში, ხაზარაძე და ბანკი რეპუტაციული ზიანის წინაშე დადგებოდნენ. თიბისი ბანკის დამფუძნებელმა ასევე აღნიშნა, რომ წერილის შესახებ თავის დაკითხვის ოქმშიც ისაუბრა, თუმცა სამი პროკურორიდან არცერთს მისთვის ამის შესახებ კითხვა არ დაუსვამს. მოგვიანებით განცხადება გაავრცელა თავად პროკურატურამაც, რომელშიც უწყება წერს, რომ ხაზარაძე ლაპარაკობდა მუქარის წერილზე, თუმცა, მას გიორგი გახარია არ უხსენებია. 
 
შს მინისტრმა გიორგი გახარიამ მამუკა ხაზარაძის ნათქვამს ტყუილი უწოდა და თქვა, რომ "ის წერილებს არ წერს, სათქმელს პირდაპირ და პირში ეუბნება ყველას". 
 
 

სიახლეები

მასზე ადამიანურად გული მწყდება – კალაძე ღარიბაშვილზე

ივანიშვილის მერი, კახა კალაძე ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. კალაძე ამბობს, რომ...

რუსეთის შეტევა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებაზე ჩავარდა — ISW

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 4–5 სექტემბერს ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე შეტევითი ოპერაციები განაგრძეს, თუმცა ტერიტორიული წინსვლა...

პარტია “გირჩი” სახელს იცვლის – ახალი სახელი “თავისუფალი ხალხის პარტია” იქნება

პარტია გირჩი სახელს იცვლის - მათი განცხადებით, თავისუფალი ხალხის პარტია ერქმევათ. "ჩვენ ყოველთვის თავისუფალი ხალხის...

კობახიძე ღარიბაშვილზე- დავიდა შავბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე

ერთადერთი კომენტარი, რაც ამ წერილებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეს არის სასაცილო...