მთავარისიახლეებიმსოფლიო“მთვარის ბიბლიოთეკა”- ისრაელმა გასულ კვირას მთვარეზე DVD დისკზე ჩაწერილი 30 მილიონგვერდიანი არქივით...

“მთვარის ბიბლიოთეკა”- ისრაელმა გასულ კვირას მთვარეზე DVD დისკზე ჩაწერილი 30 მილიონგვერდიანი არქივით დატვირთული კოსმოსური ხომალდი გაუშვა

Published on

ისრაელმა გასულ კვირას მთვარეზე კოსმოსური ხომალდი გაუშვა. კოსმოსურმა ხომალდმა თან “მისტიკური ტვირთი” გაიყოლა, რომელსაც კოსმოსური მისიის წარმომადგენლები “დროის კაფსულას” უწოდებდნენ. როგორც კაირკვა, "დროის კაფსულა" კოსმოსური ხომალდის მეშვეობით მთვარეზე გაგზავნილი DVD დისკზე ჩაწერილი 30 მილიონ გვერდიანი არქივია. არქივის მთვარეზე გაშვების მიზანი “ადამიანთა ცოდნის სამყაროსთვის შემონახვაა".
 
მისიის აღმასრულებელი ხელმძღვანელის, ნოვა სპივაკის თქმით, არქივი სახელწოდებით “მთვარის ბიბლიოთეკა” ერთგვარად ცივილიზაციის გადაზღვევას ემსახურება, რათა ჩვენმა შორეულმა შთამომავლებმა არ დაკარგონ წვდომა ადამიანთა კოლექტიურ სიბრძნეზე. მისიის წარმომადგენლები თვლიან, რომ არქივი სულ მცირე 6 მილიონი წლის განმავლობაში არ დაზიანდება.
 
“ევოლუციის მთავარი გამოწვევაა, რომ წარსულ შეცდომებს ვივიწყებთ და არ გვაქვს ინფორმაცია, თუ რა მეთოდები არსებობს, რომ ეს შეცდომები მომავალში აღარ გავიმეოროთ” – ნოვა სპივაკი
 
არიზონას უნივერსიტეტის პროფესორის, პოლ დავისის თქმით, “მთვარის ბიბლიოთეკა” უმეტესწილად სიმბოლურ დატვირთვას ატარებს, თუმცა მისი არსებობა მაინც მნიშვნელოვანია, რადგან ის ადამიანებს ეხმარება, უკეთესად აღიქვან, სამყაროს რა ნაწილი უკავია კაცობრიობას და სხვა თვალით შეხედონ, თუ რა გზით უნდა ვეძებოთ სამყაროში მტკიცებულებები სხვა ცივილიზაციების შესახებ.
 

სიახლეები

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...

ზელენსკი: „ჩვენ თავს დაგვესხნენ და გვაქვს თავდაცვის უფლება“

„მე ვიცავ უკრაინისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ თავს დაგვესხნენ და ჩვენ გვაქვს თავდაცვის...

ტელეკომპანია „იმედის“ წილები სიმბოლურ ფასად გადანაწილდა

საჯარო რეესტრმა „იმედის“ მფლობელ კომპანიაში მეწილეებისა და დირექტორის ცვლილება დაარეგისტრირა. გამოცემა BM.ge-ის ინფორმაციით, 16...

არცერთ სანქციას არ გავაუქმებთ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ომს — ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სანქციები...