,,ბატონმა ბიძინამ მადლობა მითხრაა” – ასოციაცია ,,ქერის უბნიდან” და რას ამბობენ ,,ქართულ ოცნებაში” ახალ პოლიტიკურ მდივანზე?

0
444
,,მოხარული ვარ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პარტიაში დაბრუნდა. ვფიქრობ, იმ სულისკვეთების დაბრუნებას შეძლებს, რაც 12-იანელებში იყო, იმ რაზმის კოორდინაციასაც შეძლებს. მას ეს ხელეწიფება. ირაკლი წავიდა, როგორც ოქროს სათადარიგო მოთამაშე და უბრუნდება გუნდს. ამით დიდი ცვლილებები იწყება. არავის გაუგდია, მან ბევრი თაყვანისმცემლის სიმპატია გაიყოლია და მოზრდილი ელექტორატი ჰყავს. მის მთაწმინდის ოლქში დაყენებას მივესალმებოდი. ირაკლი ღარიბაშვილი ძალიან აქტიურ მონაწილეობას მიიღებს და მხოლოდ პოლიტიკურ მდივნად არ დარჩება. ”- აცხადებს ნუკრი ქანთარია ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ. 
 
უმრავლესობის დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი მიესალმება ამ ფაქტს პირველ რიგში იმიტომ, რომ მის დაბრუნებაში ძველებისა და ახლების გაერთაინების რესურსს ხედავს. ,,ერთი მხრივ, ეს იყო ირაკლის სურვილი, მეორე მხრივ, ეს იყო პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება, რომ ეჩვენებინა საზოგადოებისთვის, ჩემი აზრით, რომ ქართული ოცნება აერთიანებს ძველებსაც და ახლებსაც. ირაკლზე ვერავინ ვერ იტყვის, რომ ის არის ახალი, მას არ აქვს დამსახურება პირველი დღიდან ჩვენი მოძრაობის ჩამოყალიბების საქმეში. ასე რომ მე მიხარია, მივესალმები და წარმატებას ვუსურვებ ამჯერად უკვე პარტიულ საქმიანობაში ირაკლი ღარიბაშვილს ”
 
ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძე თვლის, რომ “ეს პრეცედენტი, რაც დღეს დაფიქსირდა ქართულ პოლიტიკაში, მიანიშნებს გუნდის სიძლიერეს, როდესაც წარმატებული ლიდერი, რომელიც თავის დროზე პარტიაში იყო აღმასრულებელი საქმიანობით დაკავებული, ბრუნდება გუნდში პირნათელი და ისე, რომ ამასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები ობიექტურად ვერ დაისმება. უფრო მეტიც, ამ ადამიანს შეუძლია, ძალიან თამამად იტვირთოს ლიდერის ფუნქცია, დაბრუნდეს იმ გუნდში, რომლის ერთერთი დამფუძნებელიც თავად იყო 2011 წელს, გააგრძელოს პარტიული საქმიანობა, გააძლიეროს კიდევ უფრო პარტია და მიიღოს მონაწილეობა ქვეყნის განვითარებაში ”
 
ქართული ოცნების პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის მდივნის გია ვოლსკის შეფასებით, ირაკლი რარიბაშვილის სახით  "საკმაოდ კარგი, ინტელექტუალური რესურსი დაბრუნდა პარტიაში". მისი თქმით, "ირაკლი ღარიბაშვილი გამორჩეულია თავის ცოდნით, განათლებით, დამოკიდებულებით საკითხების მიმართ და ის ადამიანია, ვისთან ერთადაც ჩვენ ვაშენებდით პარტიას". დეპუტატი ფიქრობს, რომ ქართულმა ოცნებამ "ირაკლი ღარიბაშვილის რესურსი" უნდა გამოიყენოს.
 
„ქართულ ოცნებაში“ ირაკლი ღარიბაშვილი დაბრუნებას  იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ღარიბაშვილის დაბრუნებაზე იყო მოთხოვნა:
 
"მე ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად მთავრობაში ვმსახურობდი, ვიცი მისი პოზიციები და მიდგომები მიუხედავად იმისა, რომ გადადგომის შემდეგ მე მასთან არ მქონია კონტაქტი ვფიქრობ, მისი პოზიციები არ შეიცვლებოდა და ამან განაპირობა ის რომ ის დაბრუნდა, რომ იყო მოთხოვნა მის დაბრუნებაზე, რომ ის შემოგვიერთდა კვლავ და არ დაგიმალავთ,რომ ამაში მხოლოდ პოზიტივს ვხედავ მიუხედავდ ყველაფრისა, იმიტომ რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის ის ვისთან ერთადაც ჩვენ სწორედ 2011-2012 წლებში ვიბრძოდით,“-აცხადებს იუსტიციის მინისტრი.
 

რაც შეეხება თვად ირაკლი ღარიბაშვილის პოზიციას, მას ჯერ კომენტარი ღიად არ გაუკეთებია, თუმცა ნებსით თუ უბნებლიედ მოიწევს ასოციაცია ტელეკომიქსიდან ,,ქერის უბანი'' –  ,,ბატონმა ბიძინამ მადლობა მითხრააა!''
 
 
 
 
 
წინა სტატიაკიევში ე.წ. კანონიერი ქურდი ლაშა ჯაჭვლიანი იგივე ,,ლაშა ოჩამჩირსკი” დააკავეს
შემდეგი სტატია„ნაციონალური მოძრაობა“ სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლას არ დაესწრება: ,, პრეზიდენტის სკამი მან მოპარული არჩევნების შედეგად არალეგიტიმურად დაიკავა“
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური