მამუკა ხაზარაძე: ,,თუ ამოცანა ისაა, რომ ჩვენ არ ვიყოთ ანაკლიის პორტის პროექტში, კაცურად გვითხარით”

0
415
თუ ამოცანა ისაა, რომ ჩვენ არ ვიყოთ ანაკლიის პორტის პროექტში, კაცურად გვითხრან.  – განაცხადა თიბისი ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძმ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 
 
“სახელმწიფო, ერთის მხრივ, ამბობს, რომ ეს [ანაკლიის პორტი] არის მნიშვნელოვანი, მეორე მხრივ, მიდის ჩვენი იმიჯის დისკრედიტაცია სწორედ იმ ბანკებთან, რომელიც ერთი მხრივ არიან ჩვენი პარტნიორები და მეორე მხრივ,  უნდა მოვაწეროთ ხელი 600-მილიონიან პაკეტის დახურვას მაისი-ივნისში. მათ პირდაპირ თქვეს, რომ ისინი ვერ მოაწერენ ჩვენთან ხელშეკრულებას, იმიტომ, რომ არსებობს უამრავი თემა, სანამ არ დაიხურება ეს თემა და ნათელი არ მოეფინება ამ სიტუაციას…. თუ ამოცანა ის არის, რომ ჩვენ არ ვიყოთ ამ პროექტში, მაგიც კაცურად გვითხარით და გავიგებთ, მაგრამ ეს ფორმა არ არის სწორი, არც ადამიანურად, არც…''  განაცხადა მან ხელისუფლების მისამართით 
 
თქვენ მე მგონი, ყველა დარწმუნდით, რომ არანაირ ფულის გათეთრებასთან და არანაირ კრიმინალთან საქმე არ გვაქვს. როცა პროკურატურა გამოდის, საბანკო ოპერაციებზე კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ არანაირი დაზარალებული არ არის, ბრალდებული არ არის და ახლა ეძებენ, ვინ შეიძლება იყოს, ეს არის გაურკვეველი რაღაც.
 
ამავე დროს ეროვნული ბანკიდან წერილებს ვიღებთ და გვეკითხებიან, ვინ არის ანაკლიის კორპორაციაში დამფუძნებელი? ვის რამდენი პროცენტი აქვს? რა ეროვნული ბანკის საქმეა, ანაკლიის კერძო კომპანიაში ვის რა წილი უკავია, ვინ რამდენი ფული ჩადო და ა.შ 180 მლნ ლარი გვაქვს ინვესტირებული დღემდე, ეს არის 70 მლნ დოლარი, რომ იცოდეთ
 
“ რაც შეეხება 2007-08 წლების სადავო ტრანზაქციას,  ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ტრანზაქციაზე ყველა ინფორმაცია მივაწოდეთ პროკურატურას, რომელიც ოქტომბერში გამოჩნდა. მივაწოდეთ ყველა ჩვენი პირადი ანგარიში ამ თანხის მოძრაობის – საიდან ავიღეთ, სად ჩაირიცხა და ა.შ. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ 80 მილიონი, თავის 17-მილიონიანად, ჩაირიცხა ბანკის კაპიტალში. რაღაც ნაწილი გადაირიცხა მსოფლიო ბანკში ოფციის საყიდლად და ეს არის მთელი ოპერაცია. დადასტურებულად ეს დოკუმენტაცია და ეს მასალა მიცემული გვაქვს ჩვენ უწყებებისთვის – რიცხვების, საათების საბანკო ანგარიშების ამონაწერების დონეზე. ამის შემდეგ ხდება ჩემი დაბარება პროკურატურაში. მე, ბუნებრივია, ვიყენებ კანონით მონიჭებულ უფლებას და ვითხოვ მოსამართლის წინაშე გამოკითხვას, რომელიც ჩატარდა და იქ ვამბობ რამდენიმე ფრაზას ბოლოში: "ალბათ, იცით, რომ ჩვენ ვმუშაობთ დიდ პროექტზე. ეს არის ანაკლიის პროექტი. ჩვენ ღია ვართ გამოძიებისთვის, მზად ვართ, რომ ყველა ინფორმაცია მოგაწოდოთ, თუკი რაიმე არის საჭირო, მზად ვართ, გეთანამშრომლოთ, მაგრამ გთხოვთ, რომ ეს საკითხი იყოს კონფიდენციალური იმიტომ, რომ 19 იანვარს ვაწერთ ხელს 2 სახელმწიფო ბანკთან – ჰოლანდიისა და გერმანიის ბანკებთან ხელშეკრულებას და მე, უბრალოდ, ემოციურად ვუთხარი, რომ თბილისი მაინც პატარა ქალაქია, ჭორის დონეზეც რომ იყოს, რომ თქვენ რაღაც ფულის გათეთრების თემასთან დაკავშირებით საქმე გაქვთ, რომელიც იქ გვითხრეს, რომ ეს არის ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული საქმე… მე ვუთხარი, რომ ეს შეუშლის ჩვენს უზარმაზარ პროექტს". 
 
ამის შემდეგ ხდება ბადრი ჯაფარიძის დაბარება 31 დეკემბერს, ახალ წელს პროკურატურაში. ანალოგიური კითხვებით. მათ მითხრეს და მოსამართლემაც დამიდასტურა, რომ რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კონფიდენციალურია. რა თქმა უნდა, ჩვენ აქ, უბრალოდ, ვარკვევთ სიტუაციას და 9 იანვარს პროკურატურა აკეთებს განცხადებას პრესისა და ტელევიზიების წინაშე, რომ საქმე მიდის ფულის გათეთრების მუხლით. 
 
მე, ალბათ, არ დამჭირდება თქვენთვის ამის ახსნა, იმიტომ, რომ ამას არც გამოძიება სჭირდება და არც პირველი კურსის სტუდენტი იურიდიული ფაკულტეტის, რომ ამოიღოთ თქვენ კანონმდებლობა და ჩაიხედოთ, თუ რას ნიშნავს ფულის გათეთრება. ფულის გათეთრება არის, როცა შავი ფული შედის სისტემაში. ფულის გათეთრებას სწავლობს ეროვნული ბანკის სპეციალური დეპარტამენტი, 30 000 ლარის ზემოთ ნებისმიერი ტრანზაქცია ავტომატურ რეჟიმში იგზავნება საბანკო სივრციდან. საერთოდ ყველაზე მყარი და გამჭვირვალე საბანკო სისტემა, რომელიც შევქმენით ჩვენ საქართველოში და ეს იყო მართლა სიამაყე, დღეს პრაქტიკულად მთელი მსოფლიო ლაპარაკობს იმაზე, რომ აქ რაღაც ფულის გათეთრებაზე იყო საქმე ”
 
TBC ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტის სხდომაზე საუბრობს იმ დეტალებზე, რომლებიც წინ უძღოდა ეროვნული ბანკის მოთხოვნას, მასა და ბადრი ჯაფარიძეს დაეტოვებინათ TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თავიანთი თანამდებობები 
 
 

წინა სტატიამინისტრმა გიორგი გახარიამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მამუკა ხაზარაძეს მუქარის წერილი გაუგზავნა
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე: ,,ეტყობა ვიღაცამ რაღაცა გადაწყვიტა, ვიღაცას არ მოვეწონეთ და ხდება ეს ყველაფერი, რაც ხდება”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური