შიდსის ცენტრის ინფორმაციით 2019 წლის 4 მარტის მონაცემებით, საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის 87 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შარშან შესაბამის პერიოდში 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში რეგისტრირებულია 7521 აივ ინფიცირებული პირი, 5630 – მამაკაცი, 1891 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4007 პაციენტს განუვითარდა, 1540 გარდაიცვალა.
31 იანვრის მონაცემებით აივ მკურნალობას იტარებს 4636 (4096 + 540 აფხაზეთი) პაციენტი, მათ შორის 46 (36 + 10 (აფხაზი ბავშვი))– ბავშვია.
ცენტრის მონაცემებით, აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია: თბილისში (2758 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 951 (აქედან ზუგდიდი – 641); შემდეგ იმერეთში 933 (ქუთაისი 455); აჭარაში 839 (ბათუმი – 543);
აფხაზეთში (474); კახეთში (361) ქვემო ქართლში (387); შიდა ქართლში (285); გურიაში (157); ფოთში (113); სამცხე-ჯავახეთში (109) და ა.შ
ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია:
2014 წელს – 564; 2015 წელს – 717; 2016 წელს – 719; 2017 წელს – 631, 2018 წელს – 672.
2019 წელს გარდაიცვალა 24აივ ინფიცირებული. 2018 წელს – 135, 2017 წელს – 127, 2016 წელს – 168, 2015 წელს – 94, 2014 წელს – 84 პირი.
2019 წელს 15 გარდაცვლილთაგან: 18 მამაკაცია და 6 ქალი.
ცენტრის ინფორმაციით, სულ საქართველოში გამოვლენილია 111 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 69 – ვაჟი, 42 – გოგონა. 27 გარდაიცვალა. 3 გავიდა ქვეყნიდან.
ბავშვების დაინფიცირება ძირითადად მოხდა ვერტიკალური (დედიდან) გადაცემით -103 შემთხვევა (მათგან 1 – ძუძუთი კვებით);4 სისხლის რეციპიენტია;2 პაციენტის ინფიცირების გზა დაუდგენელია.
საქართველოში რეგისტრირებულია 399 ორსული პაციენტი.
მოზრდილთა შორის რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია:
ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია – 39.6 % (2976)
დაინფინცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად – 46.5 % (3501) –
მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან – 11.3 % (850)
დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით – 1.4 % (105)
სისხლის რეციპიენტია – 0.5 % (37)
გადაცემის გზა დაუდგენელია – 0.7 % (50)