მთავარისიახლეებიპოლიტიკასააკაშვილი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის იტალიის პოლიციას მადლობას უხდის

სააკაშვილი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის იტალიის პოლიციას მადლობას უხდის

Published on

"ეს არ არის მიტინგი, ჩვენ გვინდა ვისაუბროთ იმაზე, რაც ხდება საქართველოში და ვისაუბროთ გამოსავალზე," – ასე დაიწყო სიტყვით გამოსვლა ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილმა. რომში, საქართველოს მესამე პრეზიდენტი სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩასულ ქართველებს ხვდება. შენობის გარეთ კი ლიეჟის მსგავსად, აქციას მართავს თბილისიდან ჩასული ქართველთა ერთი ჯგუფი. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ამ ადამიანებს უხდიან ფულს. მისივე თქმით ლიეჟში, ორი კვირის წინ მოწყობილი პროვოკაციების გამო, ვერ მოხერხდა სრულყოფილად დისკუსიის გამართვა. მან მადლობა გადაუხადა იტალიის პოლიციას და იტალიის შს მინისტრს იმისთვის, რომ ამჯერად საქართველოდან ჩასულმა ჯგუფმა ამ შეხვედრის ჩაშლა ვერ შეძლო.
 
„სამწუხაროდ წინა შეხვედრაზე ლიაჟში ვერ მოვახერხეთ სრულფასოვანი დისკუსია მარტივი მიზეზის გამო, რომ იყო საზოგადოების რაღაც ნაწილი ჩამოსული, რომლებსაც მიაჩნდათ, რომ  ჩვენი ხმა უნდა ჩაეხშოთ. საბედნიეროთ აქ პრაქტიკულად ესეთი რაღაც გამოვრიცხეთ. ჩვენც ვისწავლეთ და  მივიღეთ გამოცდილება. ისევე როგორც მადლობა მინდა გადავუხადო იტალიის პოლიციას და ყოჩაღ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ აბსოლუტურად დაამყარა წესრიგი ეგრევე და თუ თქვენ ნახეთ დღეს ზრდილობიანად  ის ადამიანები, ვინც ხელს გიშლიდნენ გაწიეს იქით, შეუძლიათ ახლა უყვირონ რამდენიც უნდათ, რომ სისხლიანი იტალიის პოლიცია და სალვინის სისხლიანი უკვე ერთი წელი. ფაქტი ფაქტია, რომ ერთი ადამიანის თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება მეორე ადამიანის თავისუფლება. ერთი ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას არ უნდა შეუშალოს ხელი მეორე ადამიანის  თუნდაც შეხედულებამ. მაგრამ საუბარი მხოლოდ შეხედულებაზე არ არის. საუბარია კონკრეტულ თანხებზე,“-განაცხადა  მიხეილ სააკაშვილმა.

სიახლეები

იმერეთში-კაცმა ცოლი, დედა და ცოლის მეგობარი დაჭრა

პოლიციამ დააკავა კაცი, რომელმაც ცოლი, დედა და ცოლის მეგობარი ქალი ცივი იარაღით დაჭრა. ამის...

აფგან სადიგოვს ოჯახთან დაკავშირება აეკრძალა – სევინჩ სადიგოვა

აზერბაიჯანში დაკავებულ აფგან სადიგოვს ოჯახთან დაკავშირება აეკრძალა - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი...

ოცნება ევაჭრება დასავლეთს – ნიკა გვარამია

"ბუნებრივია, რომ კიდევ ერთხელ აკეთებს "ქართული ოცნება" იმას, რაც მისი პრაქტიკაა, ავტორიტარული პრაქტიკა, აგროვებს...

მნიშვნელოვანია შიდა ველზე ვინ იქნება პარტიის წარმომადგენელი – ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-ზე

"მე მომხრე ვარ არა რამის დამატების, არამედ პირიქით - ეფექტური უნდა გახდეს ის, რაც...