მთავარისიახლეებისაზოგადოებაიას საქმის მონაწილე ყველა პირი ამ მომენტისთვის ინარჩუნებს თანამდებობას, რაც სამართლებრივი ნონსენსია...

იას საქმის მონაწილე ყველა პირი ამ მომენტისთვის ინარჩუნებს თანამდებობას, რაც სამართლებრივი ნონსენსია – ბაჩანა შენგელია

Published on

ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია მიხეილ ბატიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომელსაც ,,ოდიშინიუსი,, უცვლელად გთავაზობთ “ალბათ ბევრ თქვენთაგანს ახსოვს თუ როგორ აპელირებდა საპარლამენტო ტრიბუნიდან განათლების მინისტრი იმ ფაქტზე, თითქოს მათ ია კერზაია არ გაუთავისუფლებიათ სკოლიდან და მხოლოდ სამეურვეო საბჭოს მიმართეს მისთვის ვადაზე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით. ეს იყო 7 თებერვალს. ამ დღიდან არაერთი წერილის დაწერა და კითხვების სხვადასხვა ფორმით ინტერპრეტაცია დამჭირდა, რომ დოკუმენტალურად დამედასტურებინა შემდეგი ფაქტები: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, განათლების სამინისტროს ჰქონდა 13 შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა სკოლის სამეურვეო საბჭომ უარი უთხრა სკოლის დირექტორისთვის უფლებამოსლების ვადამდე შეწყვეტის მოთხოვნაზე (სულ სამ შემთხვევაში დაეთანხმა საბჭო, რაც ცალკე კვლევის საგანი). 13-დან 8 შემთხვევაში სამეურვეო საბჭოს უარის მიუხედავად სამინისტრომ მაინც შეუწყვიტა უფლებამოსილება დირექტორს. ოთხ შემთხვევაში სამეურვეო საბჭო უარს უებნება სამინისტროს მაგრამ მეორე დღეს(!) დირექტორები თავად წერენ განცხადებას გათავისუფლების მოთხოვნით. მე-13 შემთხვევა არის იას საქმე, რომელიც მათ უტიფრად ჩართეს ამ სტატისტიკაში. გამოდის, რომ ბოლო 5 წელი აბსულუტურად ყველა საქმეში, როდესაც ინსპექტირების სამსახური მიმართვდა სამეურვეო საბჭოს დირექტორისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოთხოვნით, ყველა შემთხვევა სრულდება დირექტორის გათავისუფლებით, მიუხედავად საბჭოს გადაწყვეტილებისა. შესაბამისად, შეგვიძლია უკვე დოკუმენტალურადაც დავასკვნათ, რომ განათლების სამინისტროს დღეს ჰყავს დამნაშავე მინისტრი, რომელიც ატყუებს პარალამენტს და მთელ საქართველოს, როდესაც ამბობს, რომ მათ დასკვნას აქვს სარეკომენდაციო ხასიათი. სამინისტრო მის ხელში არის სიბნელის და ძალადობის სამინისტრო და ბატონ ბატიაშვილს ამ თანამდებობაზე დარჩენის არანარი უფლებაარ აქვს. რა თქმა უნდა მისთვის ჯობდა თანამდებობა დაეოვებინა მანამ, სანამ რომელიმე სამთავრობო ცვლილებას ხურდაში მიაყოლებენ, მაგრამ ამის გაკეთებას ალბათ ღირსებაც ჭირდება… პ.ს. იას საქმის მონაწილე ყველა პირი ამ მომენტისთვის ინარჩუნებს თანამდებობას, რაც სამართლებრივი ნონსენსია პროკურატურის მიერ საქმის გამოძიების ფონზე, მაგრამ ეს ვითარება სულ რამდენიმე დღეში შეიცვლება.“- წერს ბაჩანა შენგელია

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...