მთავარისიახლეებიპოლიტიკაეუთოს უმწვავესი დასკვნა საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ

ეუთოს უმწვავესი დასკვნა საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ

Published on

ეუთომ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, ეუთო მიმოიხილავს არჩევნების პირველ და მეორე ტურს, საარჩევნო გარემოს, ამომრჩევლის ინფორმირებულობის საკითხს და მედიის საქმიანობაზეც ამახვილებს ყურადღებას.
 
დოკუმენტში მოხვდა ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, ნეგატიური კამპანია, ხისტი რიტორიკა და ძალადობრივი ინციდენტები, ამომრჩევლის მოსყიდვად შეფასდა მთავრობის წინასაარჩევნო ინიციატივა ვალების განულების შესახებ.
 
ანგარიშის თანახმად, საარჩევნო კამპანიას ჩრდილი მიაყენა ნეგატიურმა და ზოგჯერ ძალადობრივმა რიტორიკამ, განსაკუთრებით მეორე ტურში და ამას ხელისუფლების რეაგირება არ მოჰყოლია. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ბიურო მიიჩნევს, რომ სიძულვილის გაღვივების პოტენციური შემთხვევების წინააღმდეგ აუცილებელია ნორმების გამკაცრება და სანქციების დროულად გამოყენება.
 
ანგარიშში ნათქვამია, რომ საარჩევნო კამპანიისთვის ყველაზე მეტი შემოწირულება მიიღო მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა და ის იყო ერთადერთი, ვისაც კრედიტი მისცა მმართველი პარტიის თავმჯდომარესთან კავშირის მქონე ბანკმა.
 
მონიტორინგის ანგარიშის შემაჯამებელ დოკუმენტში წერია, რომ "ეროვნულმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მკვეთრად წარმოაჩინა მიკერძოებულობა, რომელიც ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ მიმართულ პოზიციაში გამოიხატა, და თავის გადაცემებში არ შეასრულა სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის ვალდებულება, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს".
 
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ბიურო აღნიშნავს, რომ ადრე გაცემული რეკომენდაციების მიუხედავად, საარჩევნო კამპანიის დაფინანსების საკითხი არასაკმარისადაა დარეგულირებული და საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება.
 
ეუთოს ანგარიშში ნათქვამია, რომ ხმის მიცემის ფარულობის გარანტიების მიუხედავად, შემაშფოთებელია, როცა ამომრჩეველი ხმას აძლევს ანგარიშსწორების შიშით.
 
 

სიახლეები

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე

ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით აცეტილსალიცილის მჟავას შეიცავს. პრეპარატს მრავალმხრივი...

“ოცნებამ” უნდა შეწყვიტოს რუსეთის ხელისუფლების მსგავსად მოქმედება-კრამერი

„ქართული ოცნების“ ქმედებები კრემლის სახელმძღვანელოდანაა და საქართველო ავტორიტარული მმართველობისკენ მიჰყავს - ამის შესახებ დევიდ...

პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს -...

ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ბოლო სამ წელში სანქციების ყველაზე მკაცრ პაკეტს ამზადებს-საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი სანქციების ახალ...