მთავარისიახლეებისაზოგადოებავენაში ქართველი სტუდენტი დაიკარგა

ვენაში ქართველი სტუდენტი დაიკარგა

Published on

ვენაში, უკვე ოთხი დღეა ქართველ სტუდენტ ანრი ლომიძეს ეძებენ.  ანრი ლომიძე  ორ უკრაინელ სტუდენტთან ერთად ცხოვრობდა.
 
მეგობრების თქმით, მათ შორის მცირე კონფლიქტი მოხდა, რის შემდეგაც  ქართველმა სტუდენტმა უცხოელ მეგობრებთან ერთად ნაქირავები ბინა დატოვა და ქართველ მეგობართან მივიდა, რომელიც სახლში არ დახვდა. ამის შემდეგ მისი  კვალი იკარგება.
 
მეგობრებისთვის გაუგებარია სად შეიძლება იმყოფებოდეს გაუჩინარებული სტუდენტი. ანრი ლომიძეს ოთხი დღეა არც დედისთვის დაურეკავს, რომელიც იტალიაში ცხოვრობს.
 
ქართველი სტუდენტი ქუთაისიდან არის და უკვე ორი წელია ვენაში ცხოვრობს. მისი გაუჩინარების შესახებ ინფორმირებულია ავსტრიის პოლიცია და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...