მთავარისიახლეებისაზოგადოებაფრთხილად! - მარტში გრიპის ვირუსის მეორე ტალღაა მოსალოდნელი

ფრთხილად! – მარტში გრიპის ვირუსის მეორე ტალღაა მოსალოდნელი

Published on

მარტში შესაძლოა გრიპის ვირუსის მაღალი მაჩვენებელი კვლავ დაფიქსირდეს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულიც ენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას სიფრთხილისა და ჰიგიენური ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს:
 
„ბოლო კვირის მონაცემებით, ავადობის გავრცელების მაჩვენებელი უკვე 100 ათას მოსახლეზე 100 იყო. მიმართვიანობა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც მნიშვნელოვნად შემცირდა. დეკემბერში 41 პროცენტი გვქონდა, ახლა კი 19-20 პროცენტის ფარგლებშია.
 
რაც შეეხება გრიპის ვირუსის მეორე ტალღას, საქართველოში პიკი დეკემბრის ბოლოს გვქონდა, მაგრამ ევროპის რიგ ქვეყნებში პიკური მაჩვენებლები ახლა ფიქსირდება, რადგან ჩვენ გლობალური სამყაროს ნაწილი ვართ, გამორიცხული არ არის გარკვეული ტალღები მარტშიც დაფიქსირდეს. მოსახლეობას მოვუწოდებ, ფრთხილად იყოს და დაიცვას ჰიგიენასთან დაკავშირებული რეკომენდაციები. გრიპის პირველივე სიმპტომების შემთხვევაში, მიმართონ ექიმს. ჯერ წამყვანი ისევ „ღორის გრიპია“ (H1N1), რაც ქვეყანაში ცირკულირებს, თუმცა H3 და B ტიპის ვირუსებიც გამოჩნდა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
 
 
 

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...