მთავარისიახლეებიკონფლიქტები"ეს იქნება ძალიან მწვავედ დასმული შეხვედრებზე"- ვახტანგ ყოლბაია რამდენიმე დღის წინ ენგურის...

“ეს იქნება ძალიან მწვავედ დასმული შეხვედრებზე”- ვახტანგ ყოლბაია რამდენიმე დღის წინ ენგურის ხიდზე მომხდარ შემთხვევას გამოეხმაურა [Video]

Published on

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ  რუსლან აბაშიძემ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის წარმომადგენლობასთან შეხვედრა გამართა, თუმცა მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. შეხვედრაზე, რომელსაც აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაიაც ესწრებოდა,  ე.წ. საზღვარზე მიმოსვლის გართულებასა და ადამიანის უფლებების დაცვით კუთხით არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. როგორც აღინიშნა, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მედია წინასწარ დააუწყეს, თუმცა მინისტრის მოადგილემ მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა. რაც შეეხება ვახტანგ ყოლბაიას, მან ჟურნალისტებს განუმარტა, რომ გართულებულ მიმოსვლასთან დაკავშირებით ინფორმირებული არიან და საკითხს საერთაშორისო დონის შეხვედრებზე გაიტანენ. „ჩვენ ვადევნებთ თვალყურს იმას, რაც იქ ხდება. ახალი მოცემულობაა, როცა ერისწყალის იქეთ მცხოვრებ ხალხს გაუჭირდა გადმოსვლა. ჩვენ ვცდილობთ მეტი განგაში ავტეხოთ. სამწუხაროდ ყველაფერი ვერ კეთდება იქ, რაც ჩვენ გვინდა, მაგრამ რაღაცეებს ვაღწევთ. თქვენ იცით, რომ იქ ახლა ეუბნებიან, რომ ან აიღეთ ბინადრომის მოწმობა ან არ მოგცემთ ფორმა 100. რა თქმა უნდა ეს არის მიუღებელი და ჩვენ ამას აუცილებლად გავაპროტესტებთ ამას საერთაშორისო დონეზე“- განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ. ის ასევე რამდენიმე დღის წინ  ჯუმბერ გოგოხიას გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს იქნება ძალიან მწვავედ დასმული შეხვედრებზე. „ამის გამო პასუხი უნდა მოეთხოვოს მათ., ვინც ეს გააკეთა, თუმცა ვიცით ჩვენ ძალიან კარგად, ვინც გააკეთა, ამბობე, რომ აფხაზები არიან, თუმცა ამას აკეთებენ რუსები, რადგან ისინი არიან იქ“- განაცხადა ყოლბაიამ.რუსმა ოკუპანტებმა რამდენიმე დღის წინ 58 წლის ჯუმბერ გოგოხიას ოკუპირებული ტერიტორიიდან ენგურის ხიდზე გადმოსვლის უფლება არ მისცეს.ის შეუძლოდ გახდა და როგორც ახლობლები აცხადებენ, ზუგდიდში გადმოყვანა დაგვიანდა და გარდაიცვალა.

 

 

სიახლეები

დღის წესრიგში დავაყენებთ მისი უწმინდესობის კანონიზაციის საკითხს – მეუფე ნიკოლოზი

არ არის ის დღე შორს, როდესაც დღის წესრიგში დავაყენებთ მისი უწმინდესობის კანონიზაციის საკითხს -...

ზუგდიდის სასამართლომ შალვა ესართიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ზუგდიდის უწყვეტი აქციების მედროშეს, შალვა ესართიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა....

ილია მეორის ხსოვნის პატივსაცემად, სტრაზბურგში, ევროპის სასახლესთან ევროპისა და საქართველოს დროშები დაეშვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ევროსაბჭოს გენერალურმა მდივნის, ალან ბერსეს გადაწყვეტილებით, ევროპის...

საქართველოს საპატრიარქო ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერს მოუწოდებს, 22 მარტის ჩათვლით, 12:00 საათზე სამგლოვიარო ზარები დარეკონ

საქართველოს საპატრიარქო ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერს მოუწოდებს, 22 მარტის ჩათვლით, ყოველდღიურად, 12:00 საათზე სამგლოვიარო ზარები...