მთავარისიახლეებიპოლიტიკამეუფე გრიგოლი: ,,თუ ეკლესიის ავტორიტეტი ჩამოგვეშალა, ეს საფრთხეს შეუქმნის თვითონ ქვეყნის...

მეუფე გრიგოლი: ,,თუ ეკლესიის ავტორიტეტი ჩამოგვეშალა, ეს საფრთხეს შეუქმნის თვითონ ქვეყნის სტაბილურობას და სახელმწიფოებრიობასაც კი”

Published on

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგლმა გუშინ  TV პირველის ეთერში ისაუბრა  ეკლესიის ავტორიტეტის შელახვის საშიშროებაზე მამა გიორგი მამალაძის სკანდალური წერილის გასაჯაროებით. იგი თვლის, რომ  ამ ფაქტს დამაზიანებელი ეფექტი ექნება მთლიანად ქვეყნისთვისაც. თუმცა, პირველ რიგში მეუფის აზრით, წერილის სააშკარაოზე გამოტანით ხელი შეეშლება მსჯავრდებულ დეკანოზის შესაძლო შეწყალებას და ეკლესიის შუამდგომლობის პროცესს. მეუფე გრიგოლი თვლის, რომ მამალაძის საქმეზე აუცილებელია სინოდის წევრებმა იმსჯელონ.
 
"თუ ეკლესიის ავტორიტეტი ჩამოგვეშალა ეს საფრთხეს შეუქმნის თვითონ ქვეყნის სტაბილურობას და მე ვფიქრობ სახელმწიფოებრიობასაც კი.
 
ვილოცოთ იმისთვის რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობა გამოსწორდეს. თუ დამძიმდა ეს ისევ გამოყენებული იქნება ეკლესიის საწინააღმდეგოდ,"
 
 
“რამდენადაც მე ვიცი, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების მოთხოვნით თუ ამ თემასთან დაკავშირებით ოფიციალური შეკრება არ ყოფილა, მსჯელობა არ ყოფილა ასეთი, მაგრამ ბუნებრივია, რომ ჩვენ როცა ვხვდებით სასულიერო პირები, განსაკუთრებით მღვდელმთავრები, ვსაუბრობთ ამ თემებზე და ჩვენს გულისტკივილს, ჩვენს აზრებს გამოვთქვამთ, შეიძლება მთლად არ ემთხვეოდეს ჩვენი აზრები ერთმანეთს, მაგრამ მე ნამდვილად ვიცი, რომ ეს მზაობა, რომ აღძრულიყო მამალაძის შეწყალების შუამდგომლობის საკითხი, ნამდვილად ვიცი, რომ კათოლიკოს-პატრიარქი ამის მომხრე იყო, ამ შუამდგომლობის აღძვრის საკითხთან დაკავშირებით ძალიან დადებითი დამოკიდებულება გამოხატა, თუმცა, მე ვერ ვიტყვი, კომენტარს ვერ გავაკეთებ, რა გახდა დღევანდელი ამ განცხადების მიზეზი, თუმცა, ეს მდგომარეობა რომელიც ამ საკითხის ირგვლივ განვითარდა და დღემდე ვითარდება, უნდა ვთქვა, რომ მთლად სასურველ და ჯანსაღ ფონს არ ქმნის ” – განაცხადა   მიტროპოლიტმა.  
 
 აქვე შეგახსენებთ, რომ  გუშინ პატრიარქის სამდივნომ პატიმარი მღვდლის შეწყალებაზე საგანგებო ბრიფინგზე უარი თქვა და განმარტა, რომ დეკანოზი ეკლესიას აშანტაჟებს. ამის მიზეზად კი მამა გიორგი მამალაძის სკანდალური წერილი და მისი ძმის პროტესტის ფორმა დასახელდა. დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, საპატრიარქო პატიმრის შეწყალების შუამდგომლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში აყენებს, თუ მსჯავრდებული "თავის წილ დანაშაულს" აღიარებს.
 

სიახლეები

ქართველი ხალხის დღის წესრიგი რუსეთთან დაბრუნება უნდა გახდეს – ალაუდინოვი მჟავანაძესთან

"დღეს დადგა დრო, როცა ქართველებმა ყველაფერი უნდა გაიხსენონ და თქვან: რუსებო, ჩვენ ყოველთვის თქვენთან...

გაერომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას მოითხოვს

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ სპეციალურ საგანგებო სესიაზე მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთისგან გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას...

ჩემმა საქართველოში ვიზიტმა დემოკრატიული უკუსვლა აჩვენა – ელინა ვალტონენი

ჩემმა საქართველოში ვიზიტმა დემოკრატიული უკუსვლა აჩვენა - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა...

საია- შსს გავრილოვის ღამეს დაზარალებულს ზიანს არ უნაზღაურებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და...