მთავარისიახლეებიპოლიტიკამამუკა ხაზარაძე: ჩვენ მზად ვართ კიდევ ერთხელ მივიდეთ შესაბამის საპარლამენტო კომიტეტში,...

მამუკა ხაზარაძე: ჩვენ მზად ვართ კიდევ ერთხელ მივიდეთ შესაბამის საპარლამენტო კომიტეტში, რათა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია საჯარო ტრიბუნიდან

Published on

TBC ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე მზად არის, პარლამენტში კიდევ ერთხელ მივიდეს. საზარაძე Facebook-ზე წერს, რომ ის და ბადრი ჯაფარიძე საკანონმდებლო ორგანოსგან კონკრეტულ შეთავაზებას ელოდებიან.
 
"როგორც თქვენთვის ცნობილია, დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომა არ შედგა და არ მომეცა საშუალება, გამოვსულიყავი და მეთქვა ჩემი სათქმელი. ჩვენ მზად ვართ შესაბამის საპარლამენტო კომიტეტში კიდევ ერთხელ მივიდეთ, რათა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია საჯარო ტრიბუნიდან.
 
რადგან ეს ცდება ერთი და ორი ადამიანისა თუ ინსტიტუტის საკითხს და ეხება მთლიანად ქვეყანას და ამასთან ძალიან მაღალია საზოგადოების ინტერესი, ველოდებით კონკრეტულ შემოთავაზებას უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსგან უახლოეს დღეებში. იმედია, მალე გაირკვევა სიმართლე და არ შეიქმნება ვითარება შემდგომი გაუგებრობისა და სპეკულაციებისთვის" – წერს ხაზარაძე.
 
26 თებერვალს, დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ სხდომის დასრულების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქართული ოცნების წევრებმა კომიტეტზე მათთვის გამოყოფილი დრო მთლიანად დაუთმეს იმის განხილვას, უნდა ესაუბრა თუ არა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს თიბისი ბანკის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე კომიტეტის ფორმატში. 
 
მმართველი გუნდის წევრები ამბობდნენ, რომ გვენეტაძეს დეპუტატის კითხვებისთვის არ უნდა ეპასუხა, ვინაიდან ეს შესაძლოა საფინანსო სექტორისთვის დამაზიანებელი აღმოჩენილიყო. ასეთივე განცხადება გააკეთა კობა გვენეტაძემ თავის შესავალ მოხსენებაში. ოპოზიცია გვენეტაძის და მმართველი გუნდის ამ მოსაზრებას ეწინააღმდეგებოდა.
 
სანამ სხდომის დახურვის გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა, კაკულია ამბობდა, რომ დასრულების შესახებ კენჭისყრა გაიმართებოდა, თუმცა, ეს პროცედურა არ ჩატარებულა. 
 
ამის შემდეგ, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, რომ მისი შეთავაზება, კომიტეტმა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს მოუსმინოს, კვლავ ძალაშია. თუმცა არაფერს ამბობს პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის  სავალდებულო ს დაბარებაზე , რასაც მისგან ოპოზიცია ითხოვს. 

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...