მთავარისიახლეებიპოლიტიკარომან გოცირიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს

რომან გოცირიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს

Published on

დღეს მომხდარის შემდეგ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უნდა გადადგეს, ის არის ივანიშვილის მძევალი და ამ გარემოებათა ტყვე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განუცხადა.
 
მისივე თქმით, პროკურატურა, ფინანსური მონიტორინგის სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ეროვნული ბანკი, პარლამენტი – ყველა ეს სტრუქტურა დღეს არ არსებობს და ემორჩილება ერთი ადამიანის ნებას.
 
„ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ საქართველოში ყველა სახელმწიფო უწყება იმართება ერთი ადამიანის მიერ შუშის სასახლიდან. დღეს მან, ფაქტობრივად, პარლამენტს აუკრძალა ამ უმნიშვნელოვანესი თემის განხილვა. პარლამენტი იშლება, ფაქტობრივად, საპარლამენტო უმრავლესობის სახით და სამწუხაროა ის ფაქტი, რომ დაიშალა ეროვნული ბანკი. საქართველოს ეროვნული ბანკი, მისი პრეზიდენტი დღეს არის ივანიშვილის მძევალი და ამ გარემოებათა ტყვე. მან დაკარგა ყოველგვარი მორალური უფლება, რომ იყოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი. მას არ აქვს ნდობა საზოგადოების წინაშე და მისი მსგავსი შეხვედრები სერიოზულ ზიანს აყენებს საქართველოს ფინანსურ სისტემას. დღეს მომხდარის შემდეგ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უნდა გადადგეს. ეს იქნება კარგი გაკვეთილი ყველასათვის. რაც შეეხება პროკურატურას, ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, შსს-ს, ეროვნულ ბანკს, პარლამენტს – ყველა ეს სტრუქტურა დღეს არ არსებობს და ემორჩილება ერთი ადამიანის ნებას. საქართველო იმართება არაფორმალური მმართველის წესების შესაბამისად. დღეს მომხდარი ფაქტი სცდება „თიბისი ბანკის“ და ზოგადად ფინანსური სფეროს საკითხს. დღეს ჩვენ დავინახეთ, რომ ქვეყანაში ხელისუფლება არის ჩამოშლილი“, – განაცხადა გოცირიძემ.
 
მისივე თქმით, თუ ივანიშვილის მიზანი ეს იყო, მან ამ მიზანს მიაღწია – ანაკლიის პროექტს დიდი ხნის განმავლობაში დიდი კითხვის ნიშანი დაესვა.

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...