მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტის პრესსპიკერი:„უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლო მიმართულება იმ დღემდე, სანამ საქართველო ევროკავშირში პოლიტიკურად...

პრეზიდენტის პრესსპიკერი:„უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლო მიმართულება იმ დღემდე, სანამ საქართველო ევროკავშირში პოლიტიკურად და სამართლებრივად გაწევრიანდება“

Published on

„უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლო მიმართულება იმ დღემდე, სანამ საქართველო ევროკავშირში პოლიტიკურად და სამართლებრივად გაწევრიანდება“, – განაცხადა მოისწრაფიშვილმა..პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა მედიასთან პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის საფრანგეთსა და გერმანიაში გამართული ვიზიტები შეაჯამა.
 
„როგორც იცით, საქართველოს პრეზიდენტი გასულ კვირას საფრანგეთში სამუშაო, ხოლო გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. საფრანგეთში ვიზიტისას, ყველა შეხვედრაზე, ხაზი გაესვა საფრანგეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერის საკითხს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.
 
ამასთან, ემანუელ მაკრონთან ერთად საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა თანამშრომლობის დეკლარაციას “ქართულ-ფრანგული დიმიტრი ამილახვრის სახელობის დიალოგის“ დაფუძნების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს თანამშრომლობის სრულიად ახალ ეტაპზე გადასვლას და შესაბამისად, ურთიერთობების განვითარებასა და გაღრმავებას პოლიტიკური და საპარლამენტო, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ვაჭრობის და ეკონომიკის, ასევე, კულტურის და განათლების სფეროებში“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.
 
მისივე თქმით, უსაფრთხოების კუთხით შექმნილ ვითარებაზე საუბრისას აღინიშნა, რომ საფრანგეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი ქვეყანაა, რომელიც ეხმარება საქართველოს საჰაერო უსაფრთხოების გაძლიერებაში და პრეზიდენტების შეხვედრაზე საქართველომ პირობაც მიიღო, რომ საჭირო აღჭურვილობით შეძენისათვის, თანამშრომლობა გაგრძელდება და კიდევ უფრო გაძლიერდება.
 
„საქართველოს პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონი საქართველოში ვიზიტად მოიწვია.
 
სალომე ზურაბიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი საქართველოს ეკონომიკური დელეგაციის თანხლებით ეწვევა და საფრანგეთში მოქმედი კომპანიები საქართველოს ეკონომიკურ და საინვესტიციო პოტენციალს გაიცნობენ. საქართველოს აქვს ამბიცია, რომ საფრანგეთი საქართველოს უდიდესი ეკონომიკური პარტნიორიც გახდეს.
 
რაც ეხება, გერმანიაში საქართველოს პრეზიდენტის პირველ ოფიციალურ ვიზიტს, თანადგომა, მხარდაჭერა და მეგობრობა – ასე შეიძლება შეფასდეს საქართველო-გერმანიის ურთიერთობები, რომელიც ასეა დღეს, ასეთი იყო საქართველოს პირველი დამოუკიდებლობის პერიოდშიც და ასე იქნება მომავალშიც- ასე შეაფასა ვიზიტი საქართველოს პრეზიდენტმა.
 
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსათვის ძალიან საჭიროა გერმანიის მეგობრობა, რადგან საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს არაღიარების იმ პოლიტიკას, რომელშიც, ასევე, მონაწილეობს გერმანია, როგორც ჩვენი მეგობარი სახელმწიფო და ვიმედოვნებთ, რომ ამ საკითხების დაძვრა შესაძლებელი გახდება ახალ და უფრო მაღალ პოლიტიკურ ფორმატში“, – განაცხადა მოისწრაფიშვილმა.
 
მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ გერმანია დაეხმარება საქართველოს შევიდეს ევროპაში, ყველა იმ გზით, მათ შორის კულტურის, განათლების, ეკონომიკური თანამშრომლობის და სხვა.
 

სიახლეები

POLITICO- ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე

Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან დახურულ შეხვედრაზე მკვეთრად...

HRW-ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch წერს, რომ ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ ის, თუ...

პოლონეთში 5 თვის ბავშვი დაიღუპა – დაკავებულია ქართველი დედა, მამაზე კი ძებნა გამოცხადდა

პოლონეთის ქალაქ პოზნანის საავადმყოფოში 5 თვის ბავშვი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს  ადგილობრივი...

ვიბრძოლებ მანამ, სანამ ყველა დამნაშავე არ დაჯდება საბრალდებო სკამზე! – მოკლული მასწავლებლის დედა

მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე მადლობას უხდის საქმის მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს, პროკურორებსი და გამომძიებლების...