მთავარისიახლეებიპოლიტიკაკობა გვენეტაძე მაინც მივიდა პარლამენტში, აქვე იყოფებიან მამუკა ხაზარაძე და ბადრი...

კობა გვენეტაძე მაინც მივიდა პარლამენტში, აქვე იყოფებიან მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე

Published on

ცოტა ხნის წინ დაიწყო დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნით საბანკო რეგულაციების და „თიბისი ბანკის“ საკითხზე არის მოწვეული.საკანონმდებლო ორგანოში იმყოფებიან ასევე „თიბისი ბანკის“ წარმომადგენლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.
 
ამრიგად, მიუხედავად გუშინდელი განცხადებისა,  გვენეტაძე  მაინც მივიდა პარლამენტში და სხდომის დაწყებამდეც დააფიქსირა ჟურნალისტებთან თავისი მოსაზრებები თიბისი ბანკის გარშემო შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით 
 
მან ისევ გაიმეორა გუშინდელ განცხადებაში გამოთქმული პოზიცია, რომ ეროვნულ ბანკს „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით პარლამენტისთვის გარკვეული ინფორმაციის მიწოდება მიზანშეწონილად არ მიაჩნია, რადგან   ეროვნული ბანკის მიერ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების განხილვა და კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა,  წარმოუდგენია, როგორც  იერიშის მიტანა რეგულატორის დამოუკიდებლობაზე.

 
„როგორც მოგეხსენებათ, ის საკითხი, რომელიც არის წარმოდგენილი პარლამენტში და ეხება „თიბისი ბანკს“, განხილვის საგანი იყო საზოგადოებაში. „თიბისი ბანკთან“ ერთად, რომლის რეგულატორიც ჩვენ ვართ, ისევე როგორც სხვა ბანკებისა, ჩვენ გავაკეთეთ ერთობლივი განცხადება, სადაც მკაფიოდ ვთქვით, რომ ეროვნულ ბანკს და „თიბისი ბანკს“ შორის დავები არ არსებობს. მე გარკვეულწილად, როცა ამ თემაზე დაიწყო საუბარი და მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება გახდა ცნობილი, ჩემს თავზე ავიღე ის რისკი, რასაც შეიძლებოდა ჩემი რეპუტაციისთვის ზიანი მიეყენებინა, რადგან მე ვზრუნავ ბანკსა და ფინანსურ სექტორზე. აქედან გამომდინარე, სანამ არ გაკეთდა განცხადება „თიბისი ბანკისა“ და ეროვნული ბანკის ერთობლივი, ამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია ჩვენ არ გაგვივრცელებია. ამის შემდეგ კი ჩვენ დამატებით ძალიან ნათელი და დეტალური ინფორმაცია მივეცით, სადაც აბსოლუტურად ნათელი იყო შეფასება იმის, რაც გადავწყვიტეთ. მე ვფიქრობ, რომ ასეთ სიტუაციაში რეგულატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ასე განხილვა და კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა არის რეგულატორის დამოუკიდებლობაზე იერიშის მიტანა. ვფიქრობ, ეს არის გავლენის მოხდენის მცდელობა რეგულატორზე. მე არ მახსოვს ასეთი პრეცედენტი საერთაშორისო პრაქტიკაში, როცა რეგულატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ასეთი დავის საგანი ხდება“, – განაცხადა გვენეტაძემ.
 
 კობა გვენეტაძემ განმარტა ისიც, თუ რატომ შეცვალა გუშინდელი  გადაწყვეტილება არ მისულიყოპარლამენტში
 
შეგახსენებთ  გუშინ გავრცელებული განცხადების მიხედვით, გვენეტაძე დღეს პარლამენტში იმ სხდომაზე მისვლას, სადაც მამუკა ხაზარაძეც იქნებოდა, არ გეგმავდა. თუმცა, აღნიშნული განცხადების გავრცელების შემდეგ გაკეთებული კომენტარებიდან და შეფასებებიდან გამომდინარე, სავარუდოდ სებ-ის პრეზიდენტმა გადაწყვეტილება შეცვალა..
 
„არ დაგეთანხმებით რომ მე არ ვაპირებდი ამ სხდომაზე მოსვლას, ეს არსად თქმულა, ჩვენ მივაწოდეთ არგუმენტარული მოსაზრებები, მიუხედავად ამისა არ გაითვალისწინა კომიტეტმა, აქედან გამომდინარე მე მოვედი სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად, შევალ სხდომაზე და წარიმართება“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
 
პარლამენტში იმყოფება „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელი მამუკა ხაზარაძეც, რომელმაც დეპუტატებს დეტალები უნდა გააცნოს.
 
შესვლამდე მან ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა: „შევალ სხდომაზე, ვიტყვი სიტყვას და მერე გამოვალ“ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ 

სიახლეები

“სისტემური რეპრესიების წელი” – სალომე ზურაბიშვილმა 2025 წელი შეაჯამა

სისტემური რეპრესიების წელი, - ასე შეაფასა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა გასული წელი. სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო...

4-მილიონიან ქვეყანაში 64 უნივერსიტეტის არსებობა განათლების ხარისხს აუარესებს- კობახიძე

„ქართული ოცნების“ პრემიერმა უმაღლესი განათლების სისტემას არასათანადოდ აფასებს და აცხადებს, რომ 4-მილიონიან ქვეყანაში 64...

წალენჯიხის იუვენტუსის მწვრთნელს მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და მიიმალა

წალენჯიხა იუვენტუსის მწვრთნელს სტადიონის მიმდებარედ მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და დაახლოებით ნახევარი საათი უგონოდ...

მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე, ეს პატიოსანი ხალხი გაუშვით – მურთაზ ზოდელავა

მე მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე - ამ სიტყვებით მიმართა ყოფილმა...