მთავარისიახლეებისაზოგადოებაბულინგი, როგორც ასეთი: "სკოლაში დამცინოდნენ ჩემი სახელის, მეგრული კილოსა და ჭარბი წონის...

ბულინგი, როგორც ასეთი: “სკოლაში დამცინოდნენ ჩემი სახელის, მეგრული კილოსა და ჭარბი წონის გამო, “დაბალი ღობე” მნახეს სოფლიდან “ჩამოთრეული”

Published on

 ქართველი მოდელი  ლედი მიქელაძე სოციალურ ქსელში ბულინგის შესახებ წერს.
"ბევრი ვიფიქრე მე დამეწერა თუ სხვისთვის მიმენდო ჩემი ამბის მოყოლა საზოგადოებისთვის, ძნელი და მტკივნეული თემები რომლების ძალიან ადრეული ასაკიდან ჩემი ცხოვრების თანმხლები იყო, დღესაც მძიმე გასახსენებელია. მაგრამ მგონია რომ ბევრ ადამიანს ჭირდება ჩემგან ამის მოსმენა რადგან მსგავსი პრობლემის წინაშე დგას.
 
9წლის ასაკში დაიწყო ეს ყველაფერი როდესაც სამეგრელოდან, კერძოდ, ქ. ზუგდიდიდან თბილისში გადმოვედი საცხოვრებლად ოჯახთან ერთად და ერთ-ერთ სკოლაში ჩავირიცხე სადაც დამცირებას, შეურაცხყოფას, სიძულვილს ვგრძნობდი როგორც სკოლის მასწავლებლებისგან ასევე მოსწავლეებისგან.
 
"პრობლემა" იყო ჩემი სახელი, მეგრული კილო და ჭარბი წონა. ლედი თურმე ძაღლის სახელი ყოფილა. რას არ მეძახდნენ, როგორ არ მომმართავდნენ: მახინჯ ღორს, სპილოს, ბაყაყს, ბოჭკას და ა.შ. მეუბნებოდნენ რომ ჩემი სიმახინჯის გამო არასდროს არავის ვეყვარებოდი და რომ არასდროს არავინ დამიმეგობრდებოდა, გამრიყეს, პიროვნულად გამანადგურეს, გადამთელეს, ყველაფერი უკადრებელი მაკადრეს,ყველაფერ საზიზღრობას მე მაბრალებდნენ, რომ დავესაჯეთ რადგან "დაბალი ღობე" მნახეს სოფლიდან "ჩამოთრეული".
მალევე გამოვიცვალე სკოლა, გადავედი იქ სადაც ჩემი ოჯახის ახლობელი მუშაობდა, იმის იმედით რომ ის ამარიდებდა ყველა ამ ტკივილს, დარდს და ღამე თავის მოკლაზე ფიქრს, მაგრამ ამაოდ ეს სიძულვილი და ბოროტება უფრო მეტად გაიზარდა. კლასელი მყავდა რომელიც მთელი ცხოვრება მემახსოვრება თავისი აგრესიით და ცინიზმით ჩემს მიმართ.აქაც თავს ვხრიდი რადგან უკვე იმ ეტაპამდე მივედი ცხოვრებაში რომ ვთვლიდი თავს მახინჯ, გამოუსადეგარ პიროვნებად, მეგონა მართლა არავის ვუყვარდი. ოჯახის წევრებთანაც გამიფუჭდა ურთიერთობა და ფაქტიურად ჩემს დარდს ვერავის ვუზიარებდი, თან მრცხვენოდა ამ თემებზე საუბარი და ჩავიკეტე ჩემს თავში, შემიძლია ვთქვა გავბოროტდი კიდეც, ვგრძნობდი როგორ კვდებოდა ჩემში ის პატარა, კეთილი და საყვარელი ლედი, მაგრამ არ ვიცოდი რა მექნა თავის გადასარჩენად, არც ის ვიცოდი მინდოდა თუ არა გადარჩენა.კლასის დაწვა დამაბრალეს, A-ს ნათესავია მაინც არაფერს ეტყვიანო. ამ ყველაფერს ემატებოდა ჩემი ცალმხრივი სიყვარულის ისტორიები, რომ ვიხსენებ ახლა სულ ცალმხრივი სიყვარული "მტანჯავდა. რომ გაიგებდნენ კი დამცინონდნენ და აბუჩად მიგდებდნენ ვინც მიყვარდა და მათი მეგობრებიც. იცით რამდენჯერ მიფიქრია თავის მოკვლაზე? მაგრამ არასდროს მყოფნიდა გამბედაობა რადგან მიუხედავად ამ ყველა სირთულისა ჩემში სიცოცხლის სურვილი უდიდესი მოტივი და იმედი იყო უკეთესი ხვალინდელი დღის, ნათელი და ლამაზი მომავლის. გადიოდა დღეები, თვეებ, წლები მაგრამ არასდროს არაფერი იცვლებოდა. უფრო და უფრო მტკიოდა გული. თან ვხვდებოდი ჩემი სიკვდილით ეს პრობლემა მაინც არ მოგვარდებოდა. საბოლოოდ ისე ვიქცეოდი თითქოს ყველაფერი რიგზე იყო. ვისწავლე ჩემი გრძნობების დამალვა და მეშინოდა ვინმეს გაეგო, რადგან მეგონა ჩემი ბრალი იყო ყველაფერი და მე ვიყავი ცუდი.
 
2012 წელს დავამთავრე სკოლა და დავტოვე ქვეყანა, ოჯახთან ერთად წავედი პოლონეთში, ქალაქ ვარშავაში. ჩამოვშორდი ამ შხამიან ადამიანებს და საკუთარ თავზე დავიწყე მუშაობა. გავიცანი ჩემი საუკეთესო მეგობარი დარიუსი რომელმაც ხელი შემიწყო ენის სწავლაში, უნივერსიტეტის სირთულეების გადალახვაში, ჩემი მომღერლის და სამოდელო კარიერის შექმნაში. ქვეყნიდან წასვლის შემდეგ ბულინგის მსხვერპლი მხოლოდ სოციალური ქსელის მეშვეობით თუ ვყოფილვარ. რომელსაც უკვე აღარ ვაქცევდი ყურადღებას. ზოგადად ნეგატიურ ადამიანებზე გამომიმუშავდა იმუნიტეტი და დღეს უკვე 1 წამში შემიძლია "დავბლოკო როგორც სოციალურ ქსელში ისევე რელურ ცხოვრებაშიც. დავიწყე საკუთარი თავის შესწავლა, ჩამოვყალიბდი ადამიანად რომელსაც აქვს მიზნები და ამბიციები, ოცნებები, გალამაზდა და გაფერადდა ჩემი ცხოვრება. უკვე აღარ ვაქცევ ყურადღებას თუ რას იტყვიან ან რას ფიქრობენ ჩემზე. ძალიან ბევრმა ადამიანმა მატკინა გული, მომაყენა ისეთი ტრამვა რაც არასდროს დამავიწყდება და რომელსაც ჩემს დღევანდელ ცხოვრებაზე უდიდესი ზეგავლენა აქვს. თავს ვიკავებ ახალი მეგობრების შეძენისგან, ყველა პოტენციური მოღალატე მგონია. მაგრამ არ ვკარგავ იმედს რომ ისევ დამიბრუნდება ადამიანების მიმართ სიმპატიები და მივიღებ ახალ გამოწვევებს.
 
დღეს მე მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის ვინც მაწყენინა, მატირა, გამამწარა. რატომ? იმიტომ რომ ძალიან პატარა ასაკში გავიარე ეს ყველაფერი და დღეს ვიცი როგორ დავიცვა თავი ღვარძლისგან და ბოროტებისგან. რომ არა ისინი მე დღეს არ ვიქნებოდი ის ვინც ვარ, ის ვისითაც ვამაყობ მე, ჩემი ოჯახი და მეგობრები. მე მომწონს ჩემი შინაგანი სამყარო, სახელი, ფორმები, თმა, ხმა და ყველაფერი ის რაც ჩემს ინდივიდუალურობას და ადამიანობას ხაზს უსმევს. მადლობელი ვარ ჩემი ოჯახის იმისთვის რომ ხელი შემიწყვეს და ყოველთვის გვერდში მიდგანან ყველა სიტუაციაში. ჯერათ ჩემი და ვუყვარვართ ისეთი როგორიც ვარ.
 
!!! თუ შენ დღეს ბულინგის მსხვერპლი ხარ, თუ გეუბნებიან რომ უვარგისი ხარ და შენს ცხოვრებას აზრი არ აქვს,გეუბნებიან რომ მახინჯი ხარ და არავის არასდროს შეუყვარდები, ძირს გაგდებენ და ცდილობენ ზედ შეგაწმინდონ ფეხები; წამოდექი! გაძლიერდი! და ანახე მათ რომ იმაზე მეტი ხარ ვიდრე გონიათ. დაუმტკიცე პირველ რიგში საკუთარ თავს და მერე ყველა სხვას რომ არ ხარ სუსტი რგოლი რომელსაც გადაუვლიან. ნუ გაუყადრებ თავს ნურასვის და ნუ აფიქრებინებ რომ შენზე უკეთესები არიან!
 
პ.ს. თქვენი ლედი" – წერს ლედი მიქელაძე.
 
 
 

სიახლეები

მკვლელობა მესტიის მუნიციპალიტეტ სოფელ ფარში

მკვლელობა სოფელ ფარში შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული...

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გია ხარჩილავა გარდაიცვალა

54 წლის ასაკში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ოპოზიციონერი მერი გია ხარჩილავა გარდაიცვლა.ამის შესახებ ინფორმაციას ოჯახის ახლობლები...

ადმინისტრაციაში ზოგი დოკუმენტი 75 წლით, ზოგი 5 წლით, ზოგიც საერთოდ არ ინახება – ცესკოს პრესსპიკერი

"გახარია საქართველოსთვის" სასამართლოს მიმართავს, უზრუნველყოს ცესკო-ს სერვერებსა და ელექტრონულ აპარატებში არსებული ინფორმაციის დაცვა და ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი...

ოპოზიცია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა – შედეგები

ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და აშშ-ს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ოპოზიციის ლიდერებმა, 26 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნების...