მთავარისიახლეებისაზოგადოება"სულ გვატყუებენ, ჩვენი პრობლემებით არავინ ინტერესდება"- ჯიხაშკარის მოსახლეობა გზის შეკეთებას ითხოვს

“სულ გვატყუებენ, ჩვენი პრობლემებით არავინ ინტერესდება”- ჯიხაშკარის მოსახლეობა გზის შეკეთებას ითხოვს [Video]

Published on

სოფელ ჯიხაშკარში ადგილობრივი  მოსახლეობა გზის რეაბილიტაციას ითხოვს.საუბარია ობუჯი-ჯიხაშკარი-წალენჯიხის დამაკავშირებელ 10 კმ-იან მონაკვეთზე, რომელიც ორ მუნიციპალიტეტს აკავშირებს. ადგილობრივი მოსახლეობა ხელისუფლებას უყურადღებობასა და გულგრილობაში ადანაშაულებს.“ აქ ცხოვრობენ მოხუცები, ბავშვები, ახალგაზრდები, სასწრაფო ვერ შემოდის, წვიმიან ამინდში ყელამდე ტალახში ვიფლობით, მანქანა ვერ გადის, ფეხით ვერ გახვალ, ჩვენ რა, ხალხი არ ვართ?“- უთხრა „ოდიშინიუსს“ გიორგი შენგელიამ. ადგილობრივები ამბობენ, რომ რამდენჯერმე მიმართეს ადგილობრივ ხელისუფელბას, თუმცა უშედეგოდ. ჯიხაშკარის მოსახლეობამ გზის შეკეთების მოთხოვნით აქცია გასული წლის სექტემბერშიც გამართა. მაშინ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ განმარტა, რომ  საავტომობილო გზების დეპარტამენტს გზის პროექტირება დასრულებული ქონდა და  უახლოეს დღეებში კი ტენდერიც გამოცხადდებოდა. „უახლოეს ხანებში ჩატარდება ტენდერი, გამოვლინდება გამარჯვებული და სავარაუდოდ, ამ წლის ბოლოსთვის დაიწყება გზის სამშენებლო სამუშაოები“, – აცხადებდა მაშინ მამუკა წოწერია. თუმცა ადგილობრივების თქმით, ხელისუფლება იტყუება და ამ დრომდე მათი პრობლემით არავინ დაინტერესებულა.

 

 

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...