მთავარისიახლეებიპოლიტიკაგედევან ფოფხაძემ ფრაქცია „ქართული ოცნებაც'' დატოვა და პარტიის რიგებიც

გედევან ფოფხაძემ ფრაქცია „ქართული ოცნებაც” დატოვა და პარტიის რიგებიც

Published on

., გედევან ფოფხაძემ  ფრაქცია „ქართული ოცნებაც'' დატოვა.  მან   უკვე მიმართა    ფრაქციის ლიდერს მამაუკა მდინარაძეს შესაბამისი განცხადებით და ამასთან  პარტიაშიც შეიტანა განცხადება მისი რიგებიდან წასვლის შესახებ. 
 
ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციითმდინარაძის შეფასებით, გუნდის წევრების წასვლა სამწუხაროა.
 
„გედი ფოფხაძემ მომმართა როგორც ფრაქციის თავმჯდომარეს და დატოვა ფრაქცია. როგორც ვიცი, პარტიის დატოვების შესახებაც შეიტანა განცხადება პარტიაში. ზოგადად, როდესაც გუნდის წევრები ტოვებენ გუნდს, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ გვაქვს საქმე კონკრეტულ მოცემულობასთან. ერთ-ერთი მაგალითია ძალიან თვალსაჩინო, რომ ანტიკონსტიტუციური კანონის მხარდაჭერის გამორიცხვის გამო გუნდის წევრებმა დატოვეს. ეს მათი არჩევანია და მათი გადასაწყვეტია. მე მიმაჩნია, რომ ანტიკონსტიტუციურ კანონს ხმა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ, რაც არ უნდა ემოციური ფონი იყოს ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, ეს იყო პოლიტიკური შეცდომა“, – განაცხადა მდინარაძემ.
 
გედევან ფოფხაძე საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ორშაბათს დაგეგმილ ბრიფინგზე ისაუბრებს
შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდი უკვე დატოვეს ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა და ბექა ნაცვლიშვილმა.

 

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...