მთავარისიახლეებიპოლიტიკა“სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების" ინიციატივა ჩავარდა. მას მხარი დაუჭირა მხოლოდ 45 ბნელმა...

“სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების” ინიციატივა ჩავარდა. მას მხარი დაუჭირა მხოლოდ 45 ბნელმა დეპუტატმა კარაბას -ბარაბასის მარიონეტების ყუთიდან

Published on

პარლამენტმა “სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას" მხარი არ დაუჭირა.
 
"პატრიოტთა ალიანსის" ინიციატივამ  "პატრიოტთა ალიანსის''  6 დეპუტატის გარდა "ქართული ოცნების" 39 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო, დანარჩენებმა კი თავი შეიკავეს. კენჭისყრის დაწყებამდე პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მათთვის ინიციატივის პათოსი მისაღებია, თუმცა სამართლებრივი შენიშვნები აქვთ.
 
საპარლამენტო უმრავლესობის 39 წევრისთვის გაუგებარია, რატომ არ დაუჭირეს თანაგუნდელებმა მხარი.
 
.კანონპროექტზე ხელმომწერი ერთ-ერთი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ის ყველა კანონპროექტს დაუჭერს მხარს, რომელიც წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ ქმედებებს შეფასებას მისცემს.  
 
„ნებისმიერი სიმბოლური აქტი, რომელიც იქნება მიმართული ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების კიდევ ერთხელ გააზრებისკენ მხარს დავუჭერ. რატომ ჩავარდა ეს მე გამიკვირდა"-ამბობს ნაცვლიშვილი.
 
გაკვირვებას ვერ მალავს კობა ნარჩემაშვილიც.   "ამ რეზოლუციისთვის მხარის არ დაჭერა ჩემთვის გაუგებარია"-ამბობს იგი
 
"ნაციონალურ მოძრაობაში" კი აცხადებენ, რომ ის 45 დეპუტატი, რომელმაც ამ კანონპროექტს მხარი დაუჭირა, ბნელია. რომან გოცირიძემ პარლამენტში 45 დეპუტატის სია ( 39 დეპუტატი "ქართული ოცნებიდან") მოიტანა, მათ ბნელები უწოდა და სია სასესიო დარბაზში შესასვლელ კარზე გააკრა. 
 
„ეს არის სამარცხვინო სია 45 ბნელი დეპუტატისა, რომელმაც რისკის ქვეშ ჩააყენა   ქვეყნის პოლიტიკური მომავალი და ამ სიას უყარა კენჭი. მოვიტანე ეს სია, მოვიტანე "სკოჩი" და ამას ვაკრავ აქ.  და ყველამ ჩაიხედოს ამ სამარცხვინო სარკეში. ეს ხალხი, რომელიც ზოგიერთი პარლამენტის შენობაში ამ დარბაზსაც კი ვერ აგნებს, უნდა წავიდნენ და აკეთონ თავის საქმე,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.

სიახლეები

“გადაამოწმონ და თუ დადასტურდება რაც უნდათ ის უქნიათ” შარმანაშვილი BBC-ის გამოძიებაზე

"გადაამოწმონ და თუ დადასტურდება რაც უნდათ ის უქნიათ" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა,...

ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინელი ბავშვები ჩრდ. კორეის ბანაკში გაგზავნეს – რაშევსკა

უკრაინის ადამიანის უფლებების რეგიონული ცენტრის იურიდიულმა ექსპერტმა, კატერინა რაშევსკამ 3 დეკემბერს აშშ-ს სენატის ქვეკომიტეტის...

საქართველოსში ნარკოტიკები ბავშვის საკების ქილით შემოჰქონდათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ...

საგურამოში, 69 წლის პირს თავს დაესხნენ და მუქარით თანხა მოსთხოვეს – 2 ადამიანი დააკავეს

შსს-ს ცნობით, საგურამოში, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, 2 პირი, წარსულში ნასამართლევები - 1968 წელს...