მთავარისიახლეებიკონფლიქტებიენგურის ხიდზე გულის შეტევით 58 წლის ჯუმბერ გოგოხია გარდაიცვალა

ენგურის ხიდზე გულის შეტევით 58 წლის ჯუმბერ გოგოხია გარდაიცვალა

Published on

გალის რაიონ სოფელ ფიჩორის მკვიდრი ჯუმბერ გოგოხია,რომელიც ზუგდიდში მკურნალობდა და აქ ხშირად გადმოდიოდა,რუსულ საგუშაგოს მისვლამდე, გულის შეტევით გარდაიცვალა. ჯუმბერ გოგოხია გუშინ,გალის რაიონ სოფელ რეფში ისე დაკრძალეს,რომ მისმა,ენგურსგამოღმა ნათესავებმა ვერ დაიტირეს. როგორც გარდაცვლილის სიძე,ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ანაკლიის მკვიდრი გურამ სუფალოღლი აცხადებს, ჯუმბერ გოგოხია მისი ცოლის ძმა იყო.“ დეტალები არ ვიცი,საგუშაგოს მისვლამდე გაუსკდა გული,თუ რა მოხდა… როგორც ვიცი,წნევები აწუხებდა. რამდენიმე წლის წინ ინსულტი მიიღო და ზუგდიდში დადიოდა სამკურნალოდ. რუსულ საგუშაგოსთან მისვლამდე გამხდარა ცუდად,როგორც ვიცი გამოიძახეს სასწრაფო,წაიყვანეს გალის საავადმყოფოში,მაგრამ ვერ უშველეს. “,- აცხადებს გარდაცვლილის ნათესავი. აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობაში ფლობენ ინფორმაციას, იმის შესახებ,რომ ჯუმბერ გოგოხია,საგუშაგოსთან მისვლამდე, გარდაიცვალა. „დეტალებს ვაზუსტებთ,როგორც ვიცი ნათესავებს უნდოდათ,მისი აქეთ ზუგდიდში გადმოსვენება,მაგრამ ვერ მოახერხეს და გუშინ დაკრძალეს გალის რაიონ სოფელ რეფში.“,- განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა რეზო ქობალიამ.

სიახლეები

წლების მანძილზე კობახიძე ცილს მწამებდა – ირმა ინაშვილი

“ვინაიდან ბევრი ადამიანი მწერს, ფრაგმენტულად ვპასუხობ შეკითხვებს. კიდევ ერთხელ ვამბობ: არანაირი კამპანია არც სოციალურ...

მე საერთოდ ვერ გავაკეთებ კომენტარს ამ განცხადებაზე – კობახიძე ღარიბაშვილის განცხადებაზე

“მე ვნახე ეს განცხადება. არ ვიცი რაზეა საუბარი, მე ვიცი ერთ რამ, რომ არის...

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...