მთავარისიახლეებიპოლიტიკაბიძინა ივანიშვილის უდიდესი გავლენა პოლიტიკაზე და ბოლო წლების დემოკრატიული პროგრესის სტაგნაცია ქვეყანაში!...

ბიძინა ივანიშვილის უდიდესი გავლენა პოლიტიკაზე და ბოლო წლების დემოკრატიული პროგრესის სტაგნაცია ქვეყანაში! – ფრიდომ ჰაუსი საქართველოს შესახებ სკანდალურ ანგარიშს აქვეყნებს.

Published on

 ფრიდომ ჰაუსი საქართველოს შესახებ სკანდალურ ანგარიშში საუბარია ბიძინა ივანიშვილის უდიდეს გავლენაზე ქვეყნის პოლიტიკაში  და ბოლო წლების დემოკრატიული პროგრესის სტაგნაციაში. 
 
დოკუმენტის მიხედვით, კანონის უზენაესობას კვლავ პოლიტიკური ინტერესები აბრკოლებს. მასში დიდი ნაწილი საპრეზიდენტო არჩევნებს ეთმობა, რომლის მიხედვით პროცესს ჩრდილი მიაყენა ბრალდებებმა ხმების მოსყიდვაზე, უმეტესად მმართველი პარტიის მიერ. საუბარია ასევე გავრცელებულ ცნობებზე ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებისა და საარჩევნო უბნებთან "ქართული ოცნების" აქტივისტების სიებით მორიგეობის შესახებ, რაც ქმნიდა დაშინების გარემოს. ხაზგასმულია არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე 600 ათასი მოქალაქისთვის ვალების ჩამოწერის საკითხიც. 
 
ანგარიშში საუბარია ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე. ასევე მის გავლენებზე, ფინანსურ და ბიზნეს ინტერესებთან კავშირში.
 
"არჩეული თანამდებობის პირების უნარი, განსაზღვრონ და განახორციელონ მთავრობის პოლიტიკა, შესუსტებულია ივანიშვილის არაფორმალური როლით, რომელსაც არ აქვს საჯარო სამსახური, მაგრამ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების გადაწყვეტილებების მიღებაზე. მისი დე ფაქტო ძალაუფლების დემონსტრირება 2018 წლის ივნისში მოხდა, როდესაც პრემიერი კვირიკაშვილი ივანიშვილთან ეკონომიკური პოლიტიკის საკითხში უთანხმოების გამო გადადგა."-წერია დოკუმენტში. 
 
ანგარიშში საუბარია სიტყვის თავისუფლებასა და პლურალიზმზე. მოყვანილია "რუსთავი 2"-ის საქმე და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შეჩერების შესახებ. ყურადღება გამახვილებულია სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან გამოთქმულ შეშფოთებაზე.
 
ორგანიზაციის შეფასებით მიუხედავად სასამართლო რეფორმებისა, სასამართლოში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების ჩარევა მნიშვნელოვან პრობლემად რჩება, ისევე როგორც კორუფცია და გამჭვირვალობის ნაკლებობა სასამართლო განხილვების დროს. 
 
ანგარიში ასევე მოხსენიებულია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე, მაღალჩინოსნების შეტევა არასამთავრობო ორგანიზაციებზე, უსაფრთხოებასთან და მოსმენებთან დაკავშირებით მიღებული კანონმდებლობა, შავი ზღვის უნივერსიტეტის თემაც და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები

სიახლეები

„ყოველი დღე ლოდინია“ — ვინ არის მამუკა გაწერელია – ქართველი მებრძოლი, რომელიც რუსეთის ტყვეობაში რჩება

რუსეთის ტყვეობაში მყოფი ქართველი მებრძოლის, მამუკა გაწერელიას, შესახებ კიდევ ერთი მძიმე ინფორმაცია გავრცელდა. ოჯახის...

დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია – მდინარაძე რიყის დოქებზე

,,დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია. დოქი რატოა ვინმემ იცით? ამაზე რატო არავის არ...

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს . ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, სერგეი კრასილენკოს თქმით,...

აშშ გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა და უცხოელი ჟურნალისტებისთვის უვადო სტატუსს აუქმებს

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტმა საბოლოო რეგულაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო სტუდენტებისთვის, გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა...