მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდში მოძრავ მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის აპარატები დამონტაჟდება

ზუგდიდში მოძრავ მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის აპარატები დამონტაჟდება

Published on

ზუგდიდში მოძრავ  მუნიციპალურ  ტრანსპორტში გადახდის აპარატების დამონტაჟებაზე საკრებულოს სამუშაო ჯგუფმა  რეკომენდაცია შპს  "ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის" სამსახურზე გასცა. ბიუროს სხდომაზე  სამუშაო ჯგუფის წევრებმა შ.პ.ს. "ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის" ხელმძღვანელისგან ცენტრის ფუნქციური რეორგანიზაციისა და ოპტიმიზაციის ხედვები მოისმინეს. „ძალიან კარგია აპარატების დადგმა, რადგან მძღოლს არ ექნება ფულთან კავშირი და კორუფციის რისკებიც შეიზღუდება“- განაცხადა ბადრი ნემსაძემ. ბიუროს სხდომაზე ასევე ისაუბრეს მგზავრობის ტარიფებზე. ცნობილია, რომ მერია ახალ მუნიციპალურ ავტობუსებს შეისყიდის. კითხვაზე, გაძვირდება თუ არა მგზავრობის გადასახადი, საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, „ტარიფის გაზრდა არ იგეგმება, თუმცა მომატების შემთხვევაში, ეს არ იქნება ისეთი დიდი თანხა, რომ  მოსახლეობას მძიმედ დააწვეს“- განაცხადა მამუკა წოწერიამ.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....